ემანუელ ადებაიორმა "ტოტენჰემ ჰოთსპურს" შეუთვალა, თქვენ ფულს გამოდით და "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენა ჩემზე იყოსო
ტოგოელმა თავდამსხმელმა, 27 წლის ემანუელ ადებაიორმა "ტოტენჰემ ჰოთსპურს" შეუთვალა, თქვენ ფულს გამოდით და "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენა ჩემზე იყოსო. მოგეხსენებათ, ადებაიორი "დეზებში" იჯარის წესით არის მივლინებული, თორემ ისე "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა.

ისტლენდელები ტოგოელის გაყიდვაზე, რასაკვირველია, უარს არ იტყვიან, მაგრამ შეძლებს კი "ტოტენჰემი" საკმარისი თანხების შოვნას? საქმე ის გახლავთ, რომ "არსენალისა" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის შესაძენად 17 მილიონი ფუნტია საჭირო, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა, მაგრამ, რაც მთავარია, გადასახდელია ფეხბურთელის ხელფასი, რომელსაც დღესდღეობით "სფურზი" და "სიტი" ერთობლივად აგროვებენ - ლაპარაკია კვირაში 160 ათას ფუნტზე.

რომელიმე მკითხველი შეიძლება ფეხბურთელზე გაბრაზდეს და ის ხარბ ადამიანად მიიჩნიოს, მაგრამ თავად ადებაიორი ამბობს, რომ თანხა, რომელსაც მას პრემიერლიგაში უხდიან მარტო მისი არ არის - ვარსკვლავი ტოგოსა და კოტ დ’ივუარში ქველმოქმედებას ეწევა, ბავშვთა დახმარების პროექტებს უდგას სათავეში. აფრიკული ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა თქვა:

"ყველა ფეხბურთელი ფულის შოვნას ცდილობს. მეც ასე ვარ, რადგან ჩემს სამშობლოში, აფრიკის კონტინენტზე პროექტები მაქვს წამოწყებული და სანამ ფეხბურთს ვთამაშობ მათ დაფინანსებას არ შევძლებ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დაე "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" და "მანჩესტერ სიტიმ" გადაწყვიტონ, რომელ გუნდში გავაგრძელებ კარიერას. ჩემთვის მთავარია ვითამაშო და ამ თამაშით ვისიამოვნო".

თუ ადებაიორის ბოლო თამაშებს გადავხედავთ, ის მართლაც სიამოვნებით თამაშობს და წარმატებაც აქვს - ორშაბათს, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "ასტონ ვილას" 2:0 მისი გოლების წყალობით მოუგო. დღეს "დეზები" პრემიერლიგის ცხრილშე მესამე ადგილზე არიან, მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" ოთხი ქულით ჩამორჩებიან, ლიდერ "სიტის" კი ცხრით.

ტოგოელი ვარსკვლავი, რომლის "არსენალისგან" ყიდვა "სიტის", თავის დროზე, 27 მილიონი ფუნტი დაუჯდა, ამბობს:

"არა მგონია, ჩვენი ამოცანა "მანჩესტერ სიტის" დაწევა იყოს. ჩვენი ამოცანა ოთხეულში შესვლა უფროა. ეს მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა იმთავითვე მითხრა, როდესაც "ტოტენჰემში" გადმოვდიოდი. ცუდადაც არ ვთამაშობ, მთავარია ასე გავაგრძელო. პირადად მე ვფიქრობ, რომ თუ "სფურზს" ოთხეულში შესვლაში ვერ დავეხმარები, ესე იგი ჩავფლავებულვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა