"პომების" ყოფილმა კაპიტანმა ლუის მუდიმ ახლახან კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომელმაც ნაკრების ბანაკიდან გაჟონა
ინგლისის ნაკრები და მისი პრობლემები მსოფლიოს სპორტული პრესის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

"პომების" ყოფილმა კაპიტანმა ლუის მუდიმ ახლახან კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომელმაც ნაკრების ბანაკიდან გაჟონა და ასეთი აურზაური გამოიწვია.

"კიდევ ერთხელ მწყდება გული, რომ ნაკრების ბანაკიდან ინფორმაციამ გაჟონა. არადა ყველაფერი კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამას თავისი პოლიტიკისთვის იყენებენ.

ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო და არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სამუშაოს პირნათლად ვასრულებდი, მაგრამ თუ ზოგიერთ მოთამაშეს ჰგონია, რომ არასათანადოდ გავისარჯე, ეს მათი უფლებაა.

საკუთარ თამაშს, საქმიანობას ყოველთვის კრიტიკულად ვუდგებოდი. მსოფლიოს თასის გათამაშებისას იყო გარკვეული დეტალები, რასაც სხვაგვარად გავაკეთებდი. ახლა გამოცდილება უკვე მაქვს და იმედია, რომ სხვებიც იგივეს გააკეთებენ.

შემდეგი რამდენიმე თვე სასისოცხლოდ მნიშვნელოვანია ინგლისური რაგბისთვის. ვფიქრობ, რომ ინგლისის რაგბის კავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ნაკრების ახალი მწვრთნელის არჩევისას.

მე ნაკრებიდან წავედი და ახლა მთლიანად "ბასიში" საკლუბო კარიერაზე ვარ კონცენტრირებული. თუმცა არც ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე ვიტყოდი უარს" - თქვა ლუის მუდიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა