მარტვილში კი ამბობენ, ჩვენ მოედანზე თამაში შეუძლებელიაო და საბუთად ფოტოსურათს წარმოადგენენ
მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, მე-15 ტურის მთავარი მატჩი "ზესტაფონი"- "დინამო" დიდთოვლობის გამო გადაიდო, იმერლებმა დედაქალაქს მოაშურეს და მარტვილში "მერანთან" შესახვედრად თბილისში ემზადებიან.

ამ ვოიაჟის მიზეზი, კლუბის პრესსამსახურის განცხადებით, არის ის, რომ "ზესტაფონის" ბაზაზე თოვლი დევს, რის გამოც იქ ვარჯიში შეუძლებელი გახდა.

იმერლები საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედანზე ვარჯიშობენ, 4 დეკემბრის მარტვილური მატჩისთვის კი დისკვალიფიცირებული ალექსი ბენაშვილი დააკლდებათ.

თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ზესტაფონელებმა ერთი მოთამაშე კი არა, შესაძლოა, მთელი მატჩი მოისაკლისონ. ყოველ შემთხვევაში, მარტვილში ამბობენ, სტადიონის საფარზე დადებული თოვლი მოიყინა, მისი აღება ვერ ხერხდება და ამიტომ მეტეოპირობების გაუმჯობესებამდე მოედანი ვერ მოწესრიგდებაო. ამ სიტყვებს საბუთად ფოტოც დაერთო, რომელიც 2 დეკემბერს, დღის 12 საათზეა გადაღებული.

საქმეში გასარკვევად "ლელო" "მერანის" თავკაც მალხაზ ჟვანიას დაუკავშირდა.

- მოედანზე თოვლია, აღებას ვერ ვახერხებთ, თანაც, გუშინ საღამოს მოყინა, ამიტომ აქ თამაში გამორიცხულია. ნეიტრალურ მოედანზე თამაშს, ცხადია, შეთანხმება და მომზადება სჭირდება, ამის საშუალება კი ჩვენ არ გვაქვს, ასე რომ, თამაში, ალბათ, გადაიდება, - გვითხრა ჟვანიამ.

შეგახსენებთ: წლეულს მარტვილელებმა შინ მარცხი არ იციან და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ნეიტრალურ მოედანზე თამაში არ სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა