ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კოლხეთი-გაგრა 2:3 - პრეზიდენტებო, უყიდეთ ფეხბურთელებს პამპერსი!

კოლხეთი-გაგრა 2:3 - პრეზიდენტებო, უყიდეთ ფეხბურთელებს პამპერსი!

მატჩის შესვენებისას "გაგრას" სათადარიგო ფეხბურთელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, მოედნის პირას მოშარდეს
04.12.2011. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 150 მაყურებელი

კოლხეთი-გაგრა 2:3

0:1 შარიქაძე (22), 0:2 შარიქაძე (45+1), 1:2 ციცხვაია (67), 2:2 ყურულაშვილი (საკ. კარში, 76), 2:3 ნაკონეჩნი (87. გაბედავას პასით)

კოლხეთი გაგრა

4-1-4-1 4-3-2-1

ნადირაშვილი ბეგაშვილი

კილასონია ხუციძე

ცხვიტარია კალანდაძე

ლომაშვილი ტყეშელაშვილი

ლემონჯავა ჯგერენაია

ქებაძე გაბედავა

პ. დათუნაიშვილი ნაკონეჩნი

გვალია ყურულაშვილი

ცხადაია შარიქაძე

მდივნიშვილი ჯიშკარიანი

ციცხვაია ჯერემია

მწვრთნელი მწვრთნელი

დ. მახარაძე ზ. ჯელაძე

კოლხეთი

46. ლემონჯავა-მეგრელიშვილი

58. გვალია-შავგულიძე

68. კილასონია-წიქარიშვილი

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თედიაშვილი, გელაჭეიშვილი, გულუა

გაგრა

68. ჯერემია-კვანტალიანი

75. შარიქაძე-ჩხეტიანი

90+2. ნაკონეჩნი-ზვიადაძე

სათადარიგოები: მაღრაძე, სიჭინავა, ხოჯაშვილი, ჭკუასელი

გაფრთხილება: ჯერემია (57), ჯგერენაია (62), ჩხეტიანი (85)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)

გუშინდელ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ცხრილის ქვედა ნაწილში "გამაგრებულ" მეტოქეებს, ფაქტობრივად, უკან მისახედი აღარ ჰქონდათ და ამ შეხვედრაში "კოლხეთსაც" და "გაგრასაც" მხოლოდ მოგებაზე უნდა ეთამაშათ. ასეც მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ "ევგრაფი შევარდნაძის" საფარი საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა (როგორც ჩანს, 25 წლის წინანდელმა საფარმა ამდენ მასპინძლობას ვეღარ გაუძლო), გუნდებმა ერთურთს ფიცხელი ბრძოლა შესთავაზეს და ამაზე 5 გატანილი გოლიც მეტყველებს.

თავიდან უპირატესობას კოლხები ფლობდნენ, ისინი დიდ დროს ატარებდნენ შეტევებში, თუმცა ტაიმის ნახევარი ისე მიიწურა, ხეირიანი ხიფათი არ შეუქმნიათ.

სამაგიეროდ, ლამის პირველივე მომენტი გამოიყენეს სტუმრებმა - ლევან შარიქაძემ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, მატჩის უდავოდ გამორჩეული მობურთალი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა - 0:1.

ამის შემდეგ "მასპინძლებს" შეტევა უნდა გაეძლიერებინათ და ასეც მოხდა, თუმცა გაგრელთა კონტრშეტევები სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. ფოთელებს აშკარად აკლდათ დაცვის ლიდერი ლექსო ინწკირველი.

გაშვებული გოლიდან 2 წუთში "კოლხეთი" მეორე გოლს გადაურჩა, მალე კი ამავესგან გუნდი მეკარემ იხსნა.

თუმცა სტუმრებმა ორბურთიანი ფორის მოპოვება პირველივე ტაიმში მოახერხეს - დამატებულ წამებზე ერთ-ერთი კონტრშეტევისას ბოლომდე იბრძოლა შარიქაძემ - მან კოლხთა უკანახაზელ გიორგი ლემონჯავას შეცდომა დააშვებინა, ბურთის მოგერიების ნაცვლად მცველმა მისი შენარჩუნება სცადა, ტალახმა ამაში ხელი შეუშალა და... შარიქაძე ნადირაშვილს ჯერემიასთან ერთად პირისპირ შეეყარა და გატანა არ გასჭირვებია - 2:0.

მატჩის ბედი თითქოს აქ გადაწყდა, მაგრამ კოლხები რომ ამას იოლად არ შეჰგუებიან, თამაშმაც გამოაჩინა. ისინი ბევრს ცდილობდნენ, თუმცა იმ წუთებში არაფერი გამოსდიოდათ. ამასთან, მწვავე იყო გაგრელთა კონტრშეტევები, შარიქაძე და ჯერემია წინ ბურთს კარგად იჭერდნენ და კოლხ მცველებს პრობლემებს უქმნიდნენ.

76-ე წუთზე მატჩს ინტრიგა დაუბრუნდა - მას შემდეგ, რაც დათუნაიშვილმა საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, სტუმართა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:2. მანამდე კი ლევან შავგულიძის ჩაწოდებული უხეიროდ მოიგერიეს მცველებმა და დავით ციცხვაიას გოლმა კოლხებს სტიმული მისცა.

ბოლო 15 წუთი დრამატული გამოდგა. "კოლხები" უტევდნენ, თუმცა მათაც და "გაგრასაც" კონტრშეტევაში ხელს მინდვრის საფარი უშლიდათ. "მასპინძლებს" თითქოს ჰქონდათ ფსიქოლოგიური უპირატესობა, მაგრამ ფრეზე ყაბულს არც "გაგრა" ჩანდა. საბოლოოდ კი იღბალი სწორედ სტუმარს აღმოაჩნდა - კოლხთა მეკარემ ბოლო წუთებში სტუმართა ლამის ერთადერთი ხიფათი ბურთის კუთხურზე გადაგდებით განმუხტა, მაგრამ იქიდან მოწოდებულს ნაკონეჩნიმ კარგად შეურჩია ადგილი და თავურით თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ბოლოს კი იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც შესვენებისას მოხდა და რასაც ქომაგების მწვავე რეაქცია მოჰყვა - "გაგრას" სათადარიგო ფეხბურთელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, მოედნის პირას მოშარდეს, ანუ გააკეთეს ის, რაც წლების წინ ეროვნულ სტადიონზე ფარერელებმა ჩაიდინეს. თუ მაშინ უცხოელებმა შეუარაცხჰყვეს ჩვენი მთავარი არენა, ამჯერად ქართველებმა წაბილწეს სტადიონი და შეურაცხყოფა მიაყენეს თამაშზე მოსულ ქომაგს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sabo

ეთიკის არმქონე ჟურნალისტი კი არა ასეთი ფეხბურთელების ყურება გულისამრევია ვიდრე ქომაგობა. ხალხი მათი თამაშის საყურებლად დადის და ეს ს....ი კიდევ პირდაპირ საქმობენ თუ რა არის ვერ ვხვდები? ეთიკა ამ ხალხს უნდა ასწავლო თუ ისწავლიან ეს ყ.....ი აწი რამეს? ჟურნალისტთან პრეტენზია გაქვთ კიდევ, ყოჩაღ რაა

• komentari

გასაგებია, რომ ეს ფაქტი დასაგმობი და გასაკრიტიკებელია,მაგრამ აშკარად იკვეთება ჟურნალისტის ცალმხრივი დამოკიდებულებაც. რატომ არის საკითხი მხოლოდ ერთი მხრიდან გაშუქებული, ვერ ვხვდები... ამ თამაშს მეც ვესწრებოდი ქომაგის სტატუსით და არ მიკვირს, რომ ყველაფერი ასე "დაგვირგვინდა".. ფეხბურთელებისთვის ელემენტარული პირობები არ არის შექმნილი (გასახდელიც კი) და რა გიკვირთ?! და რაც შეეხება ჟურნალისტს- საინტერესოა, რატომ არ აღნიშნა, რომ იმავე საქციელით "კოლხებიც" გამოირჩეოდნენ? :) და ჯობია ერთ რამეს მიექცეს ყურადღება - არ მგონია, რომ -2 გრადუსის დროს ვინმეს უხაროდეს ბუნებაში მოშარდვა, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთელებისთვის ელემენტარული პირობა არ იყო შექმნილი და ასეთ დროს ჯობია საერთოდ არ ჩატარდეს იქ თამაში. ჟურნალისტს შეეძლო ესეც განეხილა თავის სტატიაში.მის კომენტარს რაც შეეხება - ფოტოს გამოქვეყნებას წინა ხედით - არ მგონია, რომ ვინმეს უღირდეს აუტკივარი თავის ატკიება - ნუ გვავიწყდება, რომ გუნდებს იურისტებიც ჰყავთ და თავისუფლად შეუძლიათ ამის გამო სარჩელის შეტანა. წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები - ბოლო აბზაცი აშკარად პროვოკაციულია. ჟურნალისტს წერის დროს უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ!

• pasuxi

გულწრფელად ვერ ვხვდები, მანდ პროვოკაციული რა არის? ფეხბურთელების საქციელი დიახ, ქომაგების შეურაცხყოფაა და ეს საკმაოდ მწვავედ გააპროტესტეს კიდეც. რას ფიქრობ, ამით ფეხბურთელებმა შეურაცხყოფა არ მიაყენეს ქომაგებს? როგორი საქმეა, თამაშის საყურებლად ხარ მოსული და ამ დროს ფეხბურთელები ამას აკეთებენ?! ფეხბურთელთა ქმედება დასაგმობია, მეთანხმები (კლუბმაც გაავრცელა განცხადება ამის შესახებ) და ''ბოლო აბზაციდან'' რა არ მოგწონს, გულახდილად გეუბნები, ვერ ვხვდები... მიაყენეს ქომაგებს შეურაცხყოფა და ეს დავწერე საკმაოდ იოლ ფორმებში. მაგ ფოტოზე არ ჩანს სახეები და რა პროვოკაციას ელოდები?:) ისე, ის ფოტოებიც რომ გამოგვექვეყნებინა, სადაც სახეებით ჩანან, ალბათ, ''ხალხის მტრად'' გამომაცხადებდი:) რაც შეეხება, სტატია მიგაჩნია თუ არა სწორად, ეგ შენი ნებაა და ყველას მოსაწონს ვერც დაწერ... არ გეთანხმები, თუმცა პატივს ვცემ შენს მოსაზრებას. ისე კი, მე რაც ფეხბურთელთა მაგ უმსგავსობაზე დავწერე, ეგ იმასთან შედარებით ვერ მივა, რაც თუნდაც არასწორად დაწერილი სტატიის გამო შენ დამიწერე... მართალია, ამტყუნებ ამ ფეხბურთელებს, მაგრამ მე უფრო დიდ დამნაშავედ გამოგყავარ. არა უშავს, მაგრამ ისევ მაგ ფეხბურთელებს უწევ დათვურ სამსახურს და ჩემი აზრით, უსაფუძვლოდ გადაეფარე _ საბოლოოდ, მაინც ამართლებ, უფრო ზუსტად _ ჩმი კრიტიკის ფონზე ცდილობ მათი ქმედება გადაფარო... არ მწყენია არაფერი და იმედია, არც შენ დარჩები ჩემზე ნაწყენი:) გაიხარე!

• Football

კარგია რომ მეთანხმები ბევრ რაღაცაში, რაც შეეხება შენს სტატიას, ვფიქრობ ეს ფაქტი რომ ასე მნიშვნელოვანი ყოფილიყო საფეხბურთო გადაცემაშიც განიხილავდნენ. კიდე მინდა ბოლო აბზაცზე გავამახვილო ყურადღება ==> "ბოლოს კი იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც შესვენებისას მოხდა და რასაც ქომაგების მწვავე რეაქცია მოჰყვა - "გაგრას" სათადარიგო ფეხბურთელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, მოედნის პირას მოშარდეს, ანუ გააკეთეს ის, რაც წლების წინ ეროვნულ სტადიონზე ფარერელებმა ჩაიდინეს. თუ მაშინ უცხოელებმა შეუარაცხჰყვეს ჩვენი მთავარი არენა, ამჯერად ქართველებმა წაბილწეს სტადიონი და შეურაცხყოფა მიაყენეს თამაშზე მოსულ ქომაგს!" ხომ არ ფიქრობ რომ ცოტა არ იყოს პროვოკაციულილია? თითქოს ხალხს უბიძგებ ფეხბურთელების საქციელები საკუთარ შეურაცხყოფად მიიღონ. ეს მგონი არასწორია. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ რომ ფეხბურთელების საქციელს არანაირად არ ვამართლებ და დასაგმობია, თუმცა არც შენი სტატია მიმაჩნია სწორად.

• ''etikis armqone jurnalisti''

რატომ გგონია, რომ ''რამე სკანდალურის მოძიება და გამოქვეყნება'' ცუდია? ფეხბურთის ფედერაციაზე გეთანხმები, რომ მოედნებს უნდა მიხედოს, მაგრამ მოედანზე ტუალეტი სადმე გინახავს? სადაც მოშარდეს, იქიდან მოედნის ბოლომდე 100 მეტრია, იქიდან გასახდელამდე კიდევ 100 (ესეც შემოვლით, რადგან მიწისქვეშა გვირაბში წყალია ნამდვილად) და არა მგონია, ფეხბურთელს ეგ გაუჭირდეს. ეგ ნორმალური ფორმაა, ასევე შეეძლოთ, იქვე კარს უკან გადასულიყვნენ და ტრიბუნის ქვეშ არის მართალია არაკომფორტული ტუალეტი, მაგრამ მოედანზე მოშარდვას ნაღდად ჯობს... გამართლების მიზეზს ვერ ვხედავ და ვერანაირად გადაფარავს ''სკანდალების მაძიებელი ჟურნალისტის'' გაქილიკება მობურთალთა ჩადენილს... ოჯახებთან დაკავშირებით 100%ი–ით გეთანხმები. ასეთ რამე რომ არ გააკეთო, მაგას ვერავინ გასწავლის!

• Football

მართალია ძალიან ცუდად მოიქცნენ ეს ფეხბურთელები და ამის გამო უნდა დაჯარიმდნენ კიდეც თუმცა საქართველოში რომ ბევრ ჟურნალისტს ელემენტარული ეთიკა არ გააჩნია ეგეც ცხადია. ცდილობენ რაღაცით თავი გამოიჩინონ და რამე "სკანდალური" გამოაქვეყნონ, მაგრამ აშკარად არ იციან რა უნდა დაწერონ და რა უნდა გადაიღონ. ხალხიც კიდე მხოლოდ სურათებით მსჯელობს. შეუქმნას ფედერაციამ იმის პირობები რომ წესიერ მოედანზე გაიმართოს თამაშები და ფეხბურთელს არ დაჭირდეს კილომეტრიანი "მდინარის" გადაცურვა და ტალახში ფეხების აზელვა საპირფარეშოში რომ მოხვდეს. და კიდევ არ არის აუცილებელი მათ ოჯახებზე გადასვლა, ყველამ თავის საქმეს მიხედოს...

• asdfgh

ფულადი ჯარიმა უნდა დააკისრონ გაგრას ამის გამო

• magi

ეს ორი ფეხბურთელი სამუდამოდ მოსაკვეთია ფეხბურთიდან საკმაოდ დიდი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად. მე ასე მწამს: ჯერ უნდა იყო კაცი და შემდეგ შენი საქმის სპეციალისტი. არაკაცები ვერც ფეხბურთში ივარგებენ და არც ქვეყანას გამოადგებიან.რა ოჯახში გაიზარდნენ ან კულტურა საერთოდ არა აქვთ?! ამ ამბავზე ფედერაციამ უნდა იმსჯელოს საჯაროდ, ყველას გასაგონად და დასანახავად!!!

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა