ფაბიო კაპელოზე დაწერეს, ვირიაო... უფრო ზუსტად, როგორ დაწერეს იცით? ვირმა კაპელომ ინგლისის განახლებულ ნაკრებს პირველივე თამაშის შემდეგ...

ფაბიო კაპელოზე დაწერეს, ვირიაო... უფრო ზუსტად, როგორ დაწერეს იცით? ვირმა კაპელომ ინგლისის განახლებულ ნაკრებს პირველივე თამაშის შემდეგ ტლინკი მისცხოო. და გგონიათ ეს აკმარეს? ამაზე რომ გაჩერებულიყო რაღა ინგლისური პრესა იქნებოდა. კიდევ დაწერეს, ამ უტვინო იტალიელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაფლავების შემდეგ გუნდის გადახალისება გამოაცხადა, მაგრამ უკვე მიჰქარა, არსენალელი ჯეკ უილშერი შეკრებაზე აღარ გამოიძახა და ეს ბიჭი სექტემბერში გასამართ შესარჩევ შეხვედრებში აღარ გვეყოლებაო.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშერი 18 წლის ნახევარმცველია, რომელმაც ნაკრებში პირველად 11 აგვისტოს, კაპელოს ხელში, უნგრეთის წინააღმდეგ ითამაშა. ყმაწვილმა იმ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან ხალხს "არსენალის" მაისურით, პრემიერლიგის პირველ ორ ტურშიც მოაწონა თავი, მაგრამ დიდ ნაკრებში მაინც აღარ გამოიძახეს და ახლა 21 წლამდელებში აბრუნებენ. ჟურნალისტებს თვალში ეცათ, რომ კაპელოს გუნდში ვერ მოხვდება "ნიუკასლის" თავდამსხმელი ენდი ქეროლიც. 21 წლის ფორვარდმა ბოლო ტურში "ასტონ ვილას" სამი გოლი გაუტანა და ისიც ახალგაზრდული გუნდის სიაშია.

საზარდულის ოპერაციის გამო დიდ ნაკრებში ვერც ჯერმეინ დეფო ითამაშებს. "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ამასთან დაკავშირებით თქვა: "ჯერმაინს ოპერაცია აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, სხვა გზა არ ჰქონდა. ის ნაკრებში ვერაფრით ითამაშებდა".

თავად დეფომ ასე დასძინა: "კიდევ კარგი ეს იოლი ოპერაციაა. ერთ კვირაში ისევ მოედანზე ვიქნები. ექიმებმა მითხრეს, რომ შემდეგ პრობლემა მთლიანად მომეხსნება".

შეგახსენებთ, რომ დეფომ ორი კვირის წინ უნგრეთთანაც ვერ ითამაშა, მაგრამ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ G ჯგუფის შეხვედრებში, 2 სექტემბერს შინ ბულგარეთთან და 7 სექტემბერს სტუმრად შვეიცარიასთან მოედანზე იქნებოდა.

ამ შეხვედრებში კაპელოს გვერდით ვერ ვნახავთ სტიუარტ პირსსაც, რომელიც, გარდა იმისა, რომ იტალიელის ასისტენტია, 21-წლამდელთა გუნდის თავკაციც გახლავთ, ხოლო ახალგაზრდა ინგლისელების თამაშები დიდებისას დაემთხვა. სხვათა შორის, პირსმა სცადა კაპელოსთვის რისხვა აეცილებინა და უილშერის ამბავი განემარტა:

"ჯეკმა დიდ ნაკრებში გამოსვლის ერთთამაშიანი გამოცდილება უკვე მიიღო და ეს დიდი საქმეა. მისი პროგრესი, რასაკვირველია ჯერ კიდევ წინ არის. ვფიქრობ, თეო უოლკოტისა არ იყოს მისთვის ორივეგან, როგორც 21-წლამდელებში ასევე დიდ გუნდში თამაში ძალიან სასარგებლო იქნება, ასე რომ ხანდახან თანატოლების შეჯიბრებებზეც მოუწევს გადმორთვა. მას არ უნდა დაწყდეს გული, რომ კვლავ ახალგაზრდულ გუნდში გამოიძახეს. მისი მხრიდან ეს არასწორი მიდგომა იქნებოდა".

ინგლისური პრესა წერს, რომ 21 წლამდელთა სიაში საბედნიეროდ ვერ იპოვნეს "არსენალიდან" რამდენიმე წლით "ნორვიჩ სიტიში" გასესხებული და ამ სეზონში კვლავ დაბრუნებული კირეან გიბსი. იმედი აქვთ, რომ მას დიდ ნაკრებში გამოიძახებენ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა