ფერდინანდსა და მის თანაგუნდელებს "გადარევის" მიზეზი, იცოცხლე, არ აკლიათ
თუმცა, შეიძლება მოწოდება, რომელიც სათაურში გავიტანეთ ნაგვიანევიც იყოს - როდესაც შეიტყო, რომ წილისყრამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" შეახვედრა, ვეტერანი მცველი, 33 წლის რიო ფერდინანდი წარმოუდგენელი ენთუზიაზმით აღივსო.

ფერდინანდსა და მის თანაგუნდელებს "გადარევის" მიზეზი, იცოცხლე, არ აკლიათ: "ხმაურიანმა თანაქალაქელებმა" "იუნაიტედი" ჯერ იყო და გასულ სეზონში, ამავე შეჯიბრების ნეხევარფინალში დაამარცხეს, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა - ოქტომბერში, პრემიერლიგის შეხვედრაში, მათსავე მშობლიურ "ოლდ ტრეფორდზე" 6:1 გადაუარეს, რითაც არნახული შეურაცხყოფა მიაყენეს. შურისძიების სურვილით აღტაცებულმა ფერდინანდმა თქვა:

"ასოციაციის თასის მესამე ატაპზე "იუნაიტედი" "სიტის" შეხვდა... ამაზე დიდი თამაში წლევანდელ გათამაშებაში ვეღარც გაიმართება. ერთი სული მაქვს როდის დადგება შეხვედრის დღე".

ისტლენდელთა თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ, რასაკვირველია, კარგად იცის, რომ ძალიან დიდი ბრძოლა მოელის. ბედიც არ წყალობს: იანვარში ახლა უკვე შვიდი თამაში ელის, რომელთა შორისაა ორმატჩიანი დუელი "ლივერპულთან", "ქარლინგის თასზე". "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფორვარდი, დუაიტ იორკი, რომელიც იმ ლეგენდარული გუნდის წევრი გახლდათ 1999 წელს ჩემპიონთა ლიგაში რომ გაიმარჯვა, ამბობს, რომ სწორედ სათასო დერბი გადაწყვეტს ვინ გახდება... პრემიერლიგის ჩემპიონი:

"წილისყრა უფრო "იუნაიტედის" სასარგებლოდაა, ვიდრე "სიტის". თუ "იუნაიტედი" გაიმარჯვებს, შესაძლოა "სიტი" ფსიქოლოგიურად გატეხოს და ამან, მერე, პრემიერლიგაში მისცეს დიდი უპირატესობა".

"სიტის" ყოფილი თავდამსხმელი და თავმჯდომარე ფრენსის ლი მოვლენებს სხვანაირად უყურებს: "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ორი კლუბი ფაქტობრივად ერთ დონეზე იყო, თუმცა ოქტომბრის 6:1-მა შესაძლოა "სიტის" ისეთი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა, რომ "იუნაიტედმა" მასთან გატოლება წლეულს ვეღარ შეძლოს".

შეხვედრა 7 ან 8 იანვარს ისტლენდზე ანუ "ეტიჰედ სთედიუმზე" გაიმართება. ინგლისური ტოტალიზატორები ფავორიტად, ჯერჯერობით, "სიტის" ასახელებენ.

"მანჩესტერ სიტის" 70-იანი წლების ნახევარმცველი გერი ოუენი: "ვფიქრობ, კენჭისყრა "იუნაიტედისთვის" იყო ცუდი. მისი ფეხბურთელები, ალბათ, შურისძიების იდეით იქნებიან შეპყრობილნი და შესაძლოა სწორედ ამან გაუფუჭოს საქმე. თან, თასი მაინც თასია, პრემიერლიგა კი სხვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა