დასავლეთლონდონელთა ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე მოთამაშეებს 100 ათასი ფუნტი დაეკარგებათ
"ფულჰემის" ფეხბურთელებს ენების დამოკლება მოუწევთ. აქამდე ისინი პრესასთან თავისუფლად ყვებოდნენ ყველაფერს, რაც მათ გუნდში ხდებოდა, ახლა კი ამაზე კლუბის ნებართვა დასჭირდებათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ორი კვირის ხელფასს დაუქვითავენ. სასჯელი უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ვიტყვით: დასავლეთლონდონელთა ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე მოთამაშეებს 100 ათასი ფუნტი დაეკარგებათ. ამ სიახლის შესახებ "კრეივენ კოტეჯიდან" ყველა ფეხბურთელს წერილობით აცნობეს.

წესი, რომლის შესახებაც გიამბეთ, "ფულჰემის" შეფებმა მას მერე შემოიღეს, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში, "ჩელსისთან" "ქარლინგის თასის" შეხვედრაში პენალტის აცილებისთვის, შვეიცარიის ნაკრების მაკედონიაში დაბადებულ, ალბანური წარმოშობის 19 წლის ნახევარმცველ პაიტიმ კასამის 500 კლუბმა ფუნტი დააკისრა.

"ფულჰემს" რთული დეკემბერი ერგო. გასულ ხუთშაბათს, ევროლიგაში ჰოლანდიურ "ტვენტესთან" წარუმატებელი შეხვედრა, გახლდათ პირველი იმ რვა მატჩიდან, რომელიც გუნდმა სულ რაღაც 31 დღეში უნდა გამართოს. დასავლეთლონდონელებს საქმეები მაინცდამაინც კარგადაც არ მიუდით: მარტინ იოლის ბიჭებმა პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში 13 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგეს (აქ გათვალისწინებული არ არის "ლივერპულთან" წუხელ, უფრო სწორად კი, საქართველოს დროით, დღეს ჩატარებული შეხვედრის შედეგი), ხოლო იმისათვის, რომ ევროლიგის 32 საუკეთესოში მოხვდნენ და პლეი-ოფში ითამაშონ, ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში, 14 დეკემბერს, აუცილებლად უნდა დაამარცხონ "ოდენსე".

ახლა იმ მეტოქეებს არ იკითხავთ, ვისთანაც "ფულჰემს" ახალ წლამდე მოუწევს ბურთაობა? სხვებთან ერთად ესენია "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა იოლმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ "კრეივენ კოტეჯზე" მუშაობა მის 20 წლიან კარიერაში ყველაზე რთული გამოდგა, კლუბის მეპატრონე, მოჰამედ ალ ფაედი მას, ჯერჯერობით, არანაირ ულტიმატუმებს არ უყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა