მარტინ ონილმა განაცხადა, რომ მზად არის "სანდერლენდის" გადასარჩენად, გადარჩენის ოპერაცია ბოლო ტურში, "ვულვერჰემპტონთან" 2:1 წაგებისთანავე დაიწყო
მარტინ ონილმა განაცხადა, რომ მზად არის "სანდერლენდის" გადასარჩენად. გადარჩენის ოპერაცია ბოლო ტურში, "ვულვერჰემპტონთან" 2:1 წაგებისთანავე დაიწყო.

"შავი კატების" ახალმა მწვრთნელმა ტრიბუნიდან ადევნა თვალი იმ უიღბლობას, რომელიც მის გუნდს "მოლინო სთედიუმზე" გადახდა.

შეგახსენებთ, რომ "სანდერლენდი" თავიდან იგებდა, შემდეგ, თამაშის დამთავრებამდე 17 წუთით ადრე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ ვერ გაიტანა, რაც მასპინძელთა მყისიერი კონტრშეტევით და გოლით დასრულდა. ამას, ერთი ხნის შემდეგ, "მგლების" მეორე გოლი და სტუმრების მარცხი მოჰყვა.

ონილმა თქვა: "იმ პერიოდში, რაც ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი, გული სულ საქმისკენ მიმიწევდა. ახლა ვგრძნობ, რომ მიზნების დასახვისა და გადაწყვეტისთვის სრულიად მზად ვარ. ძალიან მიხარია სამსახური "სანდერლენდმა" რომ შემომთავაზა. არ მინდა ვინმეს ყალბ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ "შავი კატები" ბავშვობაში ჩემი საყვარელი გუნდი იყო. მას მერე ამ მისი წარმატება ყოველთვის მსიამოვნებდა".

ონილმა უკვე რჩევაც მიიღო. ერიკ ბლექმა, რომელიც გუნდში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს და "ვულვზთან" ფეხბურთელები სწორედ მას ჰყავდა გაყვანილი თქვა, რომ მაღალი დონის ფორვარდის დამატების გარეშე "სანდერლენდის" საქმე სასიკეთოდ ვერ მოტრიალდება:

"მარტინმა, ალბათ, ჩვენი გუნდის დადებითი მხარეებიც დაინახა, მაგრამ მინუსების შესახებაც უნდა იცოდეს. ჩვენ გოლების გატანა გვიჭირს. ცენტრალური თავდამსხმელი გვჭირდება. ბურთის ფლობას ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს".

ონილი "მოლინო სთედიუმზე" მწვრთნელებთან, სტივ უოლფორდთან და სიმუს მაკდონაჰთან ერთად იყო. სწორედ ეს ორი კაცი ამოუდგება ახალ სამსახურში მხარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა