"კრეივენ კოტეჯზე", "ფულჰემთან" შეხვედრაში, ლუის სუარესმა მასპინძელთა ქომაგების ქცევა ვეღარ მოითმინა და ჟესტით უპასუხა
"ლივერპულის" 24 წლის თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, რომელსაც ერთი ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, პატრის ევრამ რასობრივ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი, თავი ახალ შარში ამოჰყო - "კრეივენ კოტეჯზე", "ფულჰემთან" შეხვედრაში, მასპინძელთა ქომაგების ქცევა ვეღარ მოითმინა და ჟესტით უპასუხა. "ფულჰემმა" "ლივერპულს" 1:0 მოუგო.

დასავლეთლონდონელმა ქომაგებმა ურუგვაელი მართლაც შავ დღეში ჩააგდეს. მათ მოეჩვენათ, რომ ის მუდმივად სიმულანტობდა, მსაჯისთვის ჯარიმების გამოტყუებას ცდილობდა და ამის გამო მთელი მატჩის განმავლობაში თაღლითს უძახდნენ. სუარესმა შეხვედრის დროს თავი შეიკავა, დამთავრების შემდეგ კი აგრესიულ მაყურებელს შუა თითი აჩვენა.

მერსისაიდელთა მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ურუგვაელთან დალაპარაკება მოუწევს, რადგან ასე მან შეიძლება საკუთარ კარიერას ავნოს:

"სუარესის ჟესტი ჩემი თვალით არ მინახავს და ამიტომ ზეპირად არავის ვენდობი. თუ ფოტოს მაჩვენებთ და დამარწმუნებთ, რომ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებ".

დალგლიშს "ფულჰემის" გულშემატკივართა ქცევის კომენტირებაც სთხოვეს. მან მიუგო: "მათი ქცევა სკანდალური იყო. ჩვენ სუარესს, რასაკვირველია, მივხედავთ, მაგრამ დროა ის ვიღAც-ვიღაცებისგან დავიცვათ კიდეც. ლუისი ზედმიწევნით პატიოსანი ადამიანია. დღეს, ძილის წინ, მან შეიძლება სარკეში ჩაიხედოს და იქ მართალი კაცი დაინახოს".

ეს დღე "ლივერპულისთვის" იღბლიანი რომ არ იყო, 25 წლის ჯეი სპირინგის გაძევებითაც დამტკიცდა. ცენტრალური ნახევარმცველის გაგდება მსაჯთა საკამათო დადაწყვეტილებებით სავსე ტურის ბოლო წერტილი იყო. სპირინგი 24 წლის ბელგიელ მუსა დემბელესთან ორთაბრძოლის დროს აშკარად ბურთს შეეხო და არა მეტოქეს, მაგრამ არბიტრმა, კევინ ფრენდმა წითელი ბარათი აუფრიალა. დალგლიშმა თქვა:

"ვფიქრობ, ამ ეპიზოდზე ლაპარაკს აზრი არ აქვს თუ მსაჯი არ გვეტყვის რა დაინახა, როგორია მისი ინტერპრეტაცია. მე ვიცი, რომ ჯეის ერთადერთი რამ, ბურთის მოპოვება უნდოდა და ეს გააკეთა კიდეც".

"ფულჰემის" თავკაცმა, ჰოლანდიელმა მარტინ იოლმა კი იფიქრა, ჩემი გუნდის ისედაც იშვიათ გამარჯვებებს ჩირქს სცხებენო და მსაჯი დაიცვა:

"წითელი ბარათის ეპიზოდში რა არის გასარჩევი? დარწმუნებული ვარ, რომ ლივერპულელმა იუხეშა. თუ მომენტს მეორე კუთხიდან შეხედავთ, ნახავთ, რომ არბიტრი მართალი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა