"ბოლტონისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" შეხვედრაში, ბოლტონელი მცველი სკოტ პარკერის წაქცევის გამო მოედნიდან გააძევეს
გასულ უქმეებზე, პრემიერლიგის მე-14 ტურში, "ბოლტონისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" შეხვედრაში, ბოლტონელი მცველი, 25 წლის გარი კეჰილი "დეზების" ნახევარმცველის, სკოტ პარკერის წაქცევის გამო მოედნიდან გააძევეს.

"ბოლტონმა" მსაჯის გადაწყვეტილება უსამართლობად მიიჩნია და იჩივლა. და აი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სააპელაციო კომიტეტიდან მოვიდა ცნობა, რომ კეჰილი გამართლდა - 188 სანტიმეტრი სიმაღლის ათლეტი დისკვალიფიცირებული არ არის და შაბათს, "რიბოკ სთედიუმზე" "ასტონ ვილასთან" თამაშის უფლება აქვს.

არადა, "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მსაჯმა, სტიუარტ ეტუელმა ბოლტონელთა მცველი ძალიან ადრე, მე-17 წუთზევე გაუყენა გასახდელის გზას, რამაც გუნდზე, რასაკვირველია, იმოქმედა. "სფურზმა" შეხვედრა 3:0 მოიგო. რა იყო გაძევების მიზეზი? პარკერი ბოლტონელებს მოედნის ცენტრში დაუსხლტა და კარისკენ დაიძრა. გზად კეჰილი წამოეწია და გადათელა. არბიტრმა ეპიზოდი "ბოლო იმედის" ჯარიმად აღიქვა, სტუმრები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს გადამეტებული შეფასება იყო.

"ბოლტონის" მწვრთნელმა, ოუენ კოილმა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეხუთე ფეხბურთელი გაუძევეს მოედნიდან, მაშინვე თქვა: "მსაჯის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გავაპროტესტებ. ეს სრულიად აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება იყო".

"ბოლტონის" კიდევ ერთმა მცველმა, 31 წლის ზეტ ნაითმა მწვრთნელის განწყობილება გაიზიარა: "მსაჯმა გადაწყვეტილება მეტისმეტად ჩქარა მიიღო. ორთაბრძოლა დასრულებულიც არ იყო, ხელი უკვე ჯიბეში რომ ჰქონდა. გაცილებით სწორი იქნებოდა ჯერ მიმოეხედა და შეემოწმებინა სად იყვნენ დანარჩენი ფეხბურთელები. ამით ის გაარკვევდა იყო თუ არა კეჰილისა და პარკერის ეპიზოდში "ბოლო იმედის" ჯარიმა.

გერი პარკერს ცენტრალურ ხაზს ოდნავ გადაღმა შეებრძოლა, რისთვისაც არბიტრმა გააძევა. ვფიქრობ ეს გადაჭარბებული სიმკაცრე იყო. მე მოედანზე ვიყავი და ვხედავდი, რომ ეპიზოდი ყვითელ ბარათზე მეტს არ იმსახურებდა. როდესაც მსაჯმა ხელი ჯიბისკენ წაიღო ასეც ვიფიქრე, ყვითელს ამოიღებს, მეთქი. პირველი ტაიმი რომ დამთავრდა ეტუელთან მივედი და ჩემი აზრი ვუთხარი. მან მიპასუხა, რომ თამაშის შემდეგ აუცილებლად ნახავდა ვიდეოჩანაწერს. ჩვენთვის ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან თამაშის სადავეები მთლიანად "ტოტენჰემის" ხელში იყო. კი ბატონო, კეჰილის გაგდების მომენტისთვის "სფურზი" უკვე 1:0-ს იგებდა, მაგრამ, ვფიქრობ, გარი რომ მოედანზე ყოფილიყო ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებდით".

ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ მომდევნო ტურში სტიუარტ ეტუელი შეხვედრას არ გაუძღვება, ის მეოთხე მსაჯი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა