გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, გადახალისებული შემადგენლობით, გაჭირვებით, თუმცა მაინც შეძლო ბოლნისელთა წინააღმდეგობის დაძლევა
ზესტაფონი. დ.აბაშიძე 800 მაყურებელი

ზესტაფონი-სიონი 1:0

1:0 ჭანკოტაძე (69.თ. გრიგალაშვილის პასით)

ზესტაფონი სიონი

4-4-2 4-3-2-1

მამალაძე ზუხბაია

თ. გრიგალაშვილი კობაური

საჯაია ლ. ჩხეტიანი

კობახიძე გ. ოქროპირიძე

ღონღაძე თარგამაძე

სარდალიშვილი გაბრიჭიძე

ჭანკოტაძე კაციტაძე

ბაბუნაშვილი ვ. ბოლქვაძე

შ. გრიგალაშვილი ალავიძე

ფიფია ქუცურუა

ლომია უგულავა

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. ჭიაბრიშვილი ლ. ბაჯელიძე

ზესტაფონი

59. საჯაია - ონიანი

63. შ. გრიგალაშვილი - აფციაური

68. ჭანკოტაძე - დვალი

სათადარიგოები: კვასხვაძე, ძარია, გაგოშიძე, შარვაძე

სიონი

69. ალავიძე - კობერიძე

77. უგულავა - ისიანი

სათადარიგოები: კიკაბიძე, გიორბელიძე, ა. ნოზაძე, ხურციძე

გაფრთხილება: ვ. ბოლქვაძე (40), უგულავა (45), ლომია (66)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

"სიონის" მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ძნელად წარმოსადგენი იყო, ბოლო ადგილზე მყოფ ბოლნისურ კლუბს თუნდაც გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ზესტაფონისთვის" გაეძლო და იმერეთიდან ქულები წაეღო. საბოლოოდ, ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გაჭირვებით, თუმცა მაინც შეძლო ბოლნისელთა წინააღმდეგობის დაძლევა.

ზესტაფონელებს ოთხშაბათს თბილისის "დინამოსთან" უპრინციპულესი დაპირისპირება ელით, რის გამოც ჭიაბრიშვილმა ძირითადის თითქმის მთელი ბირთვი დაასვენა და "სიონს" გადახალისებული შემადგენლობა დაახვედრა.

უმთავრესად ეს იყო მიზეზი, საწყის წუთებში მასპინძლებმა თამაში რომ ვერ ააწყვეს, ბურთს ხშირად კარგავდნენ და მწვავე შეტევებიც არ გამოსდიოდათ.

ქვემოქართლელებმა კი რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს და დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ რომ გარჯილიყვნენ, გატანაც შეეძლოთ. განსაკუთრებით კობაურისა და ბოლქვაძის სახიფათო დარტყმებია აღსანიშნი. პირველი ეპიზოდისას ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ბოლქვაძის დარტყმა კი მამალაძემ მოიგერია.

ბოლნისელთაგან აქტიურობდა არჩილ ალავიძეც, რომელიც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე იყო გამწესებული. 36-ე წუთზე მან სახიფათო საჯარიმო შეასრულა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა, ცოტა ხანში კი უგულავას აქტიურობის შემდეგ დაარტყა და მეკარემ აუღო. არ იფიქროთ, რომ ამ ხნის განმავლობაში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, პირიქით, ბურთს "ზესტაფონი" აკონტროლებდა და უტევდა კიდეც, მაგრამ მასპინძლებს რეალური ხიფათის შექმნა უჭირდათ.

როგორც ჩანს, ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო ზესტაფონელთა ლიდერმა შოთა გრიგალაშვილმა, რომელიც ბევრს მოძრაობდა, მაგრამ მისი შესრულებით გაცილებით უკეთესი თამაშები გვახსოვს. აქტიური იყო გოგი ფიფია, რომელსაც ტაიმის ბოლოს ორჯერ მიეცა გატანის შანსი, თუმცა ჯერ საჯარიმოს გარედან ააცილა, მერე კი სარდალიშვილის წაქცევისთვის დანიშნული უაღრესად სახიფათო ჯარიმა ხეირიანად ვერ შეასრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბოლნისელებმა ხელსაყრელი მომენტი შექმნეს, უგულავას მიერ თავით დაგდებული ბურთი ქუცურუამ საჯარიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ მამალაძე კვლავ საიმედოდ გაისარჯა.

ჭიაბრიშვილმა ვითარების გამოსწორება შეცვლებით სცადა და თამაშში ონიანი, აფციაური და დვალი ჩართო, თუმცა გამარჯვების გოლი არა გამოცდილებმა, არამედ ახალბედებმა "გამოაცხვეს": 69-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილის (რომელსაც გუშინ უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა) აქტიურობისა და გადაცემის შემდე მიხეილ სარდალიშვილმა "სიონის" საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა, მცველებს დაასწრო და უმაღლესში პირველი გოლი გაიტანა - 1:0.

დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო. ზესტაფონელთაგან დვალისა და ლომიას სახიფათო დარტყმები უნდა გავიხსენოთ, ბოლნისელთაგან კი ყველაზე მეტს ქუცურუა აქტიურობდა და სტუმართა ორივე სახიფათო შეტევა მის ანგარიშზე მოდის _ პირველი მცდელობისას სტუმართა შემტევს კარიდან გამოსულმა მამალაძემ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა, 88-ე წუთზე კი ქუცურუას სახიფათო ჯარიმა მამალაძემ ნახტომით მოიგერია და ბოლნისელებს ანგარიშის გათანაბრების ბოლო იმედიც გადაუწურა.

სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ზესტაფონი 15 11 2 2 30 14 35

2. ტორპედო 16 11 1 4 23 11 34

3. დინამო 16 10 3 3 32 15 33

4. მერანი 15 8 2 5 19 16 26

5. მეტალურგი 16 7 5 4 20 18 26

6. ბაია 17 7 2 8 18 19 23

7. ვიტ ჯორჯია 16 5 5 6 17 20 20

8. სპარტაკი 16 5 4 7 16 23 19

9. გაგრა 17 5 3 9 17 23 18

10. დილა 16 4 2 10 20 25 14

11. კოლხეთი 16 3 5 8 14 24 14

12. სიონი 16 1 4 11 10 28 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა