სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის გათამაშებაში ზედიზედ ორჯერ უმაპინძლებს ავსტრალიის ეროვნულ გუნდს - პრეტორიასა და ბლუმფონტეინში...

სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის გათამაშებაში ზედიზედ ორჯერ უმაპინძლებს ავსტრალიის ეროვნულ გუნდს - პრეტორიასა და ბლუმფონტეინში. შაბათს გასამართ მატჩში "ბოკესა" და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი მე-100 კეპს მოიხვეჭს.

ერთი კვირის წინ სოუეტოში "ბოკეს" კაპიტან ჯონ სმიტს ასიანთა კლუბში შესვლის ზეიმი ახალი ზელანდიის ნაკრებმა ჩაუშხამა. ამჯერად სამხრეთაფრიკელებს იმედი აქვთ, რომ მეტფილდს უფრო გაუმართლებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგეს და დარჩენილი ორი მატჩის მოგების შემთხვევაში მეორე ადგილს დაიკავებენ, რაც მათ შერყეულ რეპუტაციას ოდნავ გამოასწორებს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა გუნდის შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. როგორც იქნა, საფრანგეთიდან სამშობლოში ჩააღწია პარიზული "მეტრო რასინგის" ფულბეკმა ფრანსუა სტეინმა. დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა შუამარბი ჟაკ ფური, რომელიც იან დე ფილიერსს შეუწყვილდება.

"ბოკეს" თავკაცი ფრანსუა სტეინის ჩასვლამ ძალიან გაახარა და მისი დიდი იმედი აქვს:

"ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, საიმედო ფულბეკია. ფრანსუას გუნდის ამჟამინდელი მორაგბეების უმრავლესობასთან არაერთხელ უთამაშია და ანსამბლში შერწყმა არ გაუჭირდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვართ, არ გაგვაწბილებს", - თქვა დე ფილიერსმა.

სამხრეთ აფრიკა

15. ფრანუსა სტეინი (მეტრო რასინგი), 14. ჯეი პი პიტერსენი (ნატალ შარქსი), 13. ჟაკ ფური (სტორმერზი), 12. იან დე ფილიერსი (სტორმერზი), 11. ბრაიან ჰაბანა (სტორმერზი), 10. მორნი სტეინი (ბლუ ბულზი), 9. ფრანსუა ჰუგარი (ბლუ ბულზი). 1. ხუთრო სტენკამპი (ბლუ ბულზი), 2. ჯონ სმიტი (ნატალ შარქსი), 3. იანი დუ პლესი (ნატალ შარქსი), 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. ვიქტორ მეტფილდი (ორივე - ბლუ ბულზი), 6. სხალკ ბურხერი (სტორმერზი), 7. იან სმითი (ჩიტაზი), 8. პიერ სპისი (ბლუ ბულზი).

16. ჩილიბოი რელეპელე (ბლუ ბულზი), სი ჯეი ფან დერ ლინდე (ჩიტაზი), დენი როსუ (ბლუ ბულზი), რაიან კანკოვსკი (ნატალ შარქსი), რიკი იანუარი (სტორმერზი), ბუჩ ჯეიმზი (ბასი), იან დე იონგი (სტორმერზი).

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე