იტმ-ის თასის გათამაშებაში ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საპლეიოფო ოთხეულში მოხვედრაზე პრეტენზიას ერთბაშად ათი გუნდი აცხადებს...

იტმ-ის თასის გათამაშებაში ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საპლეიოფო ოთხეულში მოხვედრაზე პრეტენზიას ერთბაშად ათი გუნდი აცხადებს.

"საუთლენდი" ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებელია და, შესაბამისად, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მეოთხე ტურში საუთლენდელებმა სტუმრად უძნელეს ბრძოლაში მოუგეს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჰიუქს ბეის" - 23:20.

მომდევნო ტურში ლიდერს გაცილებით მძიმე გამოცდა ელის სტუმრად "ტასმანთან", რომელმაც მე-4 ტურში ასევე მწვავე ბრძოლაში შეძლო გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, ქრაისთჩერჩის "ქენთერბერის" დამარცხება - 27:25.

ტასმანელებმა პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარეს და ჩვიდმეტი ქულით - 24:7 მოიგეს. ქენთერბერელები მეორე ნახევარში გამოცოცხლდნენ, თუმცა მხოლოდ ანგარიშში სხვაობის ორი ქულით შემცირება მოახერხეს - 25:27.

საშინო მატჩები მოიგეს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა, "ოქლენდმა", "ველინგტონმა" და "ტარანაკიმ", რომლებმაც თანაბარი, 14-14 ქულა დააგროვეს და მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. მათ ერთი ქულით უსწრებს და სატურირო ცხრილში მეორე საფეხურზეა "მანუკაუ".

IV ტური

ნორთ ჰარბორი-ოტაგო 35:23, ტარანაკი-ბეი ოფ პლენტი 24:15, ველინგტონი-ვაიკატო 26:14, მანუკაუ-მანავატუ 35:24, ტასმანი-ქენთერბერი 27:25, ჰოუქს ბეი-საუთლენდი 20:33, ოკლენდი-ნორთლენდი 26:13.

სატურნირო მდგომარეობა:

1. საუთლენდი - 17 ქულა, 2. მანუკაუ - 15, 3. ოქლენდი - 14, 4. ტარანაკი - 14, 5. ველინგტონი - 14, 6. ქენთერბერი - 13, 7. ნორთლენდი - 10, 8. ტასმანი - 8, 9. ვაიკატო - 8, 10. ნორთ ჰარბორი - 8, 11. ბეი ოფ პლენტი - 7, 12. ჰოუქს ბეი - 3, 13. მანავატუ - 2, 14. ოტაგო - 1.

V ტური

26 აგვისტო

ოტაგო-ტარანაკი

27 აგვისტო

ტასმანი-საუთლენდი

28 აგვისტო

ქენთერბერი-ოქლენდი

ველინგტონი-ნორთლენდი

ვაიკატო-მანუკაუ

29 აგვისტო

მანავატუ-ჰოუქს ბეი

ბეი ოფ პლენტი-ნორთ ჰარბორი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა