"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ამბობს, რომ მისი გუნდი მზად არის პრემიერლიგის ცხრილს საახალწლო შტურმი მოუწყოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" 30 წლის ნახევარმცველი, მაიკლ ქერიკი ამბობს, რომ მისი გუნდი მზად არის პრემიერლიგის ცხრილს საახალწლო შტურმი მოუწყოს.

ის დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" დღეს გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო და "ხმაურიან მეზობელს", "მანჩესტერ სიტის" ემუქრება.

"რასაკვირველია, "სიტი" მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და ძალიან ცოტა ქულას კარგავს, მაგრამ უკან უამრავი გუნდი მოსდევს და მის ფეხის დაცდენას ელოდება.

ერთი სიტყვით, შექმნილი სიტუაცია ძალიან გვაძლევს ხელს. რა თქმა უნდა აჯობებდა პირველ ადგილზე ვყოფილიყავით, მაგრამ თუ გავიხსენებთ ერთი წლის წინანდელ ამბებს, ვნახავთ, რომ წლეულს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ და იმედი მაქვს, გაზაფხულზე მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ მოტრიალებდა კიდეც".

მართლაც, წლეულს "მანჩესტერ იუნაიტედს" შარშანდელთან შედარებით ხუთი ქულით მეტი აქვს, არადა შარშან მე-19-ედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. ჩავხედოთ მიმდინარე პირველობის შედეგებსაც: "მანჩესტერ სიტისთან" 6:1 დამარცხების შემდეგ "იუნაიტედმა" პრემიერლიგის ექვს შეხვედრიდან ხუთი მოიგო და ერთი, "ნიუკასლთან" ფრედ ითამაშა. ერთი სიტყვით, ლიდერს, "მანჩესტერ სიტის" კვალში სწორედ მაიკლ ქერიკის გუნდი უდგას, მაგრამ ნახევარმცველი ამბობს, რომ არც სხვა კონკურენტების დავიწყება შეიძლება:

"შეხედეთ ცხრილს, მის ზედა ნაწილში ბევრი ძლიერი გუნდი შექუჩულა. "ტოტენჰემი" დიდებულად თამაშობს, "არსენალი" უმატებს და უმატებს და არც "ლივერპულია" ხელწამოსაკრავი. არ გაგიკვირდეთ გაზაფხულზეც ასე რომ გაგრძელდეს. თუ თებერვალსა და მარტში ტიტულისთვის ბრძოლას კვლავ ოთხი-ხუთი გუნდი განაგრძობს, შეგიძლიათ ორი გუნდის დოღზე ფიქრს დაემშვიდობოთ".

კიდევ, ქერიკმა იანვრის დასაწყისში, ფეხბურთის ასოციაციის თასზე დანიშნული მანჩესტერული დერბი ახსენა. როგორც ჩანს, მისთვის ჩემპინთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

"შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მე "მანჩესტერ იუნაიტედის" იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი ვარ, რომელსაც ფეხბურთის ასოციაციის თასი არ მოუგია. ჩვენთან, გასახდელში, სერიოზული განწყობაა. არავის ეგონოს, რომ ამ შეჯიბრებას მსუბუქად ვუყურებთ, მითუფრო, რომ ბედმა მეტოქედ "მანჩესტერ სიტი" გვარგუნა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა