"სტოკ სიტის" 31 წლის ფეხბურთელი ჯონათან ვუდგეიტი ამბობს, რომ ერთადერთი გუნდი, რომელმაც შეიძლება "ტოტენჰემ ჰოთსპური" შეაჩეროს, "მანჩესტერ სიტია"
"სტოკ სიტის" 31 წლის ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი, ჯონათან ვუდგეიტი ამბობს, რომ ერთადერთი გუნდი, რომელმაც შეიძლება "ტოტენჰემ ჰოთსპური" შეაჩეროს, "მანჩესტერ სიტია".

უცნაური განცხადებაა, არა? წესით პირიქით უნდა ეთქვა, "სიტის" გამჩერებელი "დეზების" მეტი არავინ არისო, მაგრამ ვუდგეიტი პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატს თავისებურად ხედავს.

"ლონდონელებს საოცარი გუნდი ჰყავთ. ისინი მთელს მოედანზე ცეცხლს ანთებენ, საოცრად სწრაფად გადაადგილდებიან. მათ წინააღმდეგ თამაში შემაძრწუნებელია. მერედა, სისწრაფე მათი ერთადერთი ღირსება ხომ არ არის. მათ დიდი ოსტატობაც მოსდევთ. დღეს "მანჩესტერ სიტის" გვერდით თუ ვინმეს დავასახელებ, "ტოტენჰემ ჰოთსპურია". დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს გუნდი წლეულს ვერ მოახერხებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, გაისად მას ვერავინ შეეცილება".

ვუდგეიტის აზრით, მიმდინარე ჩემპიონატში პირველ და მეორე გუნდებს შორის განსხვავება შესაძლოა "სტოკის" ტიპის გუნდებთან დაკარგულმა ქულებმა განაპირობოს.

"არასდროს ვყოფილვარ ჩემპიონი და ამიტომაც ვერ გეტყვით, რა ინგრედიენტია საჭირო ტიტული რომ მოიპოვო. შესაძლოა, თუკი

ჩემპიონობა გინდა, სტოკში რომ ჩამოდიხარ, მსაჯმა კაცი რომც გაგიგდოს, მაინც უნდა მოახერხო 2:2-ის თამაში".

მოგეხსენებათ, კვირას, სტოკში კაცნაკლულმა "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" 2:1 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა