უახლესი ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ იანვარში ივიცა იტალიაში გადავიდეს
"ბაიერნის" ხორვატ თავდამსხმელ ივიცა ოლიჩს მიუნხენიდან წასვლა რომ უნდა, ეს სიახლე არ არის. რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი 32 წლის ფორვარდს იშვიათად ათამაშებს, ოლიჩს კი ევროპის ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რის გამოც "ბაიერნიდან" აბარგებაზე სერიოზულად ფიქრობს და ამას არც მალავს. უახლესი ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ იანვარში ივიცა იტალიაში გადავიდეს.

"იტალიის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და ურთულესია, რის გამოც სერია A-ში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ფაქტია, რომ ფორმაში ვიქნები და პროგრესსაც განვიცდი, რაც მეც გამომადგება და ხორვატიის ნაკრებსაც," - აცხადებს ოლიჩი "ტუტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ხორვატი თავდამსხმელი იმასაც ამბობს, რომ ყველაზე მეტად რომის "ლაციოში" თამაშის პერსპექტივა ხიბლავს, რადგან იქ მისი მეგობარი, ექს-ბაიერნელი მიროსლავ კლოზე თამაშობს, რომელიც ოლიჩს თურმე ყოველდღე ურეკავს და "ლაციალეზე" მხოლოდ კარგ ამბებს უყვება. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ოლიჩზე რომაული კლუბის ხელმძღვანელებიც ფიქრობენ და "ბაიერნისთვის" ოფიციალურ მიმართვასაც ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენურ გრანდს ოლიჩის იანვარში გაშვება არ უნდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ახალი თავდამსხმელი დასჭირდება - თანაც ისეთი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეს. ოლიჩმა "ტუტოსპორტს" ისიც უთხრა, დიდ ხელფასს არ მოვითხოვ, ფული ისედაც ბევრი მაქვს, ახლა კი ჩემთვის ყველაზე მთავარი სათამაშო პრაქტიკააო. ამ სეზონში ოლიჩმა ბუნდესლიგის მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რეკორდმაისტერში მას მარიო გომესის სახით ფაქტობრივად უძლეველი კონკურენტი ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა