"ლეიდენი"-"არმიას" მატჩის შემდეგ კომენტარი ორივე გუნდის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა გააკეთეს
ევროჩელენჯის პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩი ჰოლანდიურ "ლეიდენსა" და "არმიას" შორის გუშინ გვიან ღამით დასრულდა, ამიტომ მხოლოდ მოკლე მიმოხილვა შემოგთავაზეთ (76:59 "ლეიდენის" სასარგებლოდ). არაფერი გვითქვამს მატჩისშემდგომ ამბებზე.

თამაშის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს როგორც მწვრთნელებმა, ასევე კალათბურთელებმა. ყველაზე მეტად, ალბათ, ქართველთა მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის მოსაზრება გაინტერესებთ. აი, რა თქვა მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:

- დღეს მეტოქემ ჩვენზე უკეთესად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. "ლეიდენის" კალათბურთელებმა პირველი პერიოდი ძალიან კარგად ჩაატარეს. ამის შემდეგ დაცვაში და შეტევაში თამაშის გამოსწორება შევძელით, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომ, მეოთხე პერიოდის პირველ წუთებამდე მჯეროდა, რომ მატჩის შემოტრიალება შეგვეძლო, მაგრამ... ჩვენი დღე არ იყო.

მოვუსმინოთ "არმიას" ქართველ კალათბურთელ დავით საყვარელიძეს:

- იმედგაცრუებული ვარ. ძალიან ცუდად გავისარჯეთ. ტურნირის მსვლელობას ზოგადად თუ გადავხედავთ, ჩემი აზრით, "არმია" მომდევნო ეტაპის საგზურს იმსახურებდა, მაგრამ არა ასეთი თამაშით.

საპირისპირო განწყობა იყო ჰოლანდიელთა ბანაკში. მათ ხომ ევროჩელენჯზე კიდევ ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევთ (ჯგუფში ფრანგულ "როანთან", ლატვიურ "ვენტსპილსთან" და გერმანულ "ოლდენბურგთან" მოხვდნენ). "ლეიდენის" მთავარი მწვრთნელი ტონ ვან ჰელფტერენის მოსაზრებასაც გავეცნოთ:

- "არმიას" თამაში კარგად გვქონდა გაანალიზებული. ვიცოდით ქართული გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველივე წუთებიდან გუნდური და ენერგიული თამაში ვუჩვენეთ, რამაც შედეგი მოგვიტანა. ჩემი შეგირდების მიმართ კომპლიმენტებს არ დავიშურებ. მათ მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს.

მწვრთნელის მოსაზრებას დაეთანხმა მოჰამედ კერაზი:

- პირველი პერიოდი საოცარი სანახავი იყო, ვუჩვენეთ ის კალათბურთი, რომელსაც ჩვენი გულშემატკივარი ელოდა. ქომაგობამ მართლაც დიდი ენერგია შეგვმატა და საწადელს მივაღწიეთ. მომდევნო ეტაპის საგზური, პირველ რიგში, გუნდური თამაშის წყალობით მოვიპოვეთ.

ასე და ამგვარად, "ლეიდენმა" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. პარალელურად, "ბეშიქთაშმა" "გოტინგენს" 96:59 აჯობა და ექვსი მოგება მოუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა