"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა "მანჩესტერ იუნაიტედს" და მის ქომაგებს გული ატკინა
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა "მანჩესტერ იუნაიტედს" და მის ქომაგებს გული ატკინა - ინგლისის ჩემპიონთა "ხმაურიან მეზობელზე", "მანჩესტერ სიტიზე" თქვა ევროლიგას მოიგებსო.

თავად "ტოტენჰემი", მოგეხსენებათ, თავიდანვე ამ, მეორეხარისხოვან ევროშეჯიბრებაში მონაწილეობდა და მაინც და მაინც გულს არ უდებდა - გუშინდელ თამაშამდე, მაგალითად, საქმე ისე მიიყვანა, რომ პლეი-ოფში გასასვლელად თავად "შემროკისთვის" უნდა მოეგო, მაგრამ მარტო ესეც არ ყოფნიდა. კიდევ, ბერძნულ "პაოკს" რუსული "რუბინი" ექვსი გოლით უნდა გაენადგურებინა... მანჩესტერული გრანდები კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაფლავდნენ და ევროლიგაში გადავიდნენ.

რედნაპმა თქვა: "კეთილი იყოს მათი მიბრძანება ევროლიგაში. ზურგის ქარს ვუსურვებ. "იუნაიტედი" და "სიტი" ევროლიგაში... რა საინტერესოა, არა? ბოლო ტურში "ოლდ ტრეფორდზე" ვიყავი და ძალიან ვიხალისე "ვულვზის" ფანების სიმღერაზე "იუნაიტედის" სანახავად, ამიერიდან, ხუთშაბათობით მეხუთე არხზე გადართეთო.

ვფიქრობ, თუ მოინდომებს, ამ შეჯიბრებაში "სიტი" გაიმარჯვებს. ალექსი, ალბათ, საუკეთესო შემადგენლობით ბრძოლას არ ისურვებს, ისტლენდელებს კი შეუძლიათ ორი თანაბარი გუნდი ცვალონ. გაიხსენეთ, ორშაბათს, როგორ ეთამაშა "სიტი" "ჩელსის". ნასრი და ჯეკო სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა. დაუჯერებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა