კაციც ესა ყოფილა: 22 წლის ენდი ქეროლი იანვარში "ლივერპულისგან" ეგრეთწოდებულ ერთგულების პრემიას, 150 ათას ფუნტს მიიღებს
კაციც ესა ყოფილა: 22 წლის ენდი ქეროლი იანვარში "ლივერპულისგან" ეგრეთწოდებულ ერთგულების პრემიას, 150 ათას ფუნტს მიიღებს.

არადა, თავდამსხმელმა, "ენფილდ როუდზე" "ნიუკასლიდან" 35 მილიონ ფუნტად გადასვლის შემდეგ "წითლების" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა. ხსენებული თანხა ქეროლს კონტრაქტით აქვს გარანტირებული - თუ სადმე არ გაიქცევა, ყოველი წლის ბოლოს მიიღებს.

დავუბრუნდეთ სტატისტიკას და ყოფილი "კაჭკაჭის" საკონტრაქტო დეტალებსაც კიდევ ერთხელ გადავხედოთ. ფორვარდს, რომელმაც "ლივერპულში", 11 თვის განმავლობაში, მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა, მერსისაიდელები კვირაში 60 000 ფუნტს უხდიან. ეს ჩვეულებრივი გასამრჯელოა. გარდა ამისა, არსებობს "იმიჯის უფლებები", რაც ფეხბურთელს ზედაც 10 ათასს აძლევს, ხოლო მოედანზე თითოეული გამოჩენისთვის მის ჯიბეს კიდევ 5 ათასი ემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქეროლისა და "ლივერპულის" ხელშეკრულების თანახმად თუ თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში თამაშების 60 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას, მას ხელფასს გაუზრდიან.

როგორც ჩანს, მომავალ ზაფხულში კონტრაქტის ეს პუნქტი ვერ ამოქმედდება, რადგან ქეროლი კენი დალგლიშის გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ არის.

გეხსომებათ, თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად ქეროლს "აიაქსიდან" ნაყიდ ლუის სუარესთან უნდა შეექმნა ფორვარდთა წყვილი, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ურუგვაელი და ინგლისელი ერთად შეხმატკბილებულად თამაშს ვერ ახერხებენ.

ქეროლმა სახელი "ნიუკასლ იუნაიტედის" შემადგენლობაში გაითქვა, როდესაც გასულ სეზონში, "ენფილდზე" გადაბარგებამდე, 19 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. სწორედ ამ პერიოდის ხათრით აიყვანეს ახალგაზრდა ვარსკვლავი ინგლისის ნაკრებში და "ლივერპულმაც" ამის გამო გაიმეტა თანხა, რომლის ტოლიც ფეხბურთელში არასდროს გაემეტებინა.

ისმის კითხვა: რამ შეუშალა ხელი უთუოდ ნიჭიერ ფორვარდს თავი დიდ გუნდშიც გამოეჩინა? პასუხი ორი ნაწილისგან შეგდება. ერთი მიზეზი გახლავთ ტრავმები. ხშირმა ტრავმებმა მის ფორმაზეც იმოქმედა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზეც. მეორე მიზეზი კი, გაგიკვირდებათ და ნიუკასლის მონატრებაა. როგორც ირკვევა, ენდი ქეროლი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ქალაქის, გარემოს და მიკროკლიმატის გარეშე არ შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა