"ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის დავაა - 20 წლის ესპანელი ნახევარმცველი ორიოლ რომეუ ლონდონში დარჩენითაა თუ დაბრუნებით
"ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის დავაა - 20 წლის ესპანელი ნახევარმცველი ორიოლ რომეუ ლონდონში დარჩენითაა თუ დაბრუნებით.

ესპანეთის ჩემპიონთა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა შეფებმა "ლურჯებს" შეახსენეს, რომ ფეხბურთელის კონტრაქტში შეტანილია გამოსყიდვის პუნქტი, რომლის თანახმადაც რომეუ "კამპ ნოუზე" უნდა დაბრუნდეს. უფრო კონკრეტულად, ბარსელონელების ვერსიით ნახევარმცველი კატალონიაში ან ამ ზაფხულს დაბრუნდება და, ამ შემთხვევაში, "ბლაუგრანა" მასში 9,5 მილიონ ფუნტს (11,3 მილიონი ევრო) გადაიხდის, ან 2013 წლის ზაფხულში, ოღონდ ამ დროისთვის ის უკვე 13 მილიონი ფუნტი (15,5 მილიონი ევრო) ეღირება. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" რომეუ 4,35 მილიონ ფუნტად (5,2 მილიონი ევრო) იყიდა.

მავანმა ბარსელონელმა ჩინოსანმა ინგლისურ ტაბლოიდებს ასეთი რამ უთხრა: "ორიოლის ბედი "ჩელსის" კი არა, ჩვენს ხელშია. ჩვენ შეგვიძლია ბიჭი როდესაც მოგვეპრიანება მაშინ დავიბრუნოთ და რას ლაპარაკობს ამის შესახებ ვილაშ-ბოაში გაუგებარია. ჩვენ სულაც არ გვიკვირს, რომ რომეუ პრემიერლიგაში კარგად თამაშობს. ის დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელია, რომელიც დღითიდღე, ტურიდან ტურამდე იზრდება".

რამ გამოიწვია ბარელონელების რეაქცია? რა თქვა ასეთი დასავლეთლონდონელთა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა? მან, ამ დღეებში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რომეუ "სტემფორდ ბრიჯზე" დიდ ხანს დარჩება:

"კონტრაქტში წერია, რომ "ბარსელონა" რომეუს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოისყიდის თუ "ჩელსი" იქნება თანახმა. პრემიერლიგას ისეთი ჩემპიონატი აქვს, რომ მასთან შეგუებას, როგორც წესი, დრო სჭირდება, ორიოლი კი პირველივე დღიდან მოერგო ინგლისური კლუბების შეჯიბრებას. იგივე შემიძლია ვთქვა ხუან მატაზეც, რომელიც "ვალენსიადან" ჩამოვიყვანეთ".

ორშაბათს, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც "ლურჯებმა 2:1 მოიგეს, რომეუსთვის დასავლეთლონდონელთა შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა