ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კაპელოს სხვა გეგმები აქვს...

კაპელოს სხვა გეგმები აქვს...

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას უნდა უპასუხოს, კვლავ აპირებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს თუ არა...

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას უნდა უპასუხოს, კვლავ აპირებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს თუ არა. აღსანიშნავია, რომ ფაბიო კაპელოს ფეხბურთელისთვის პირადად არ მიუმართავს. მას, უბრალოდ, სურს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია უფრო მეტად ჩაერთოს საქმეში და გაარკვიოს, რომელ მოთამაშეებზე შეუძლია ნაკრების თავკაცობას დაყრდნობა.

საინტერესოა, რომ კაპელოს სქოულზზე მეტად ორი ესპანელის ამბის გაგება სურს - მოგეხსენებათ, მიკელ არტეტა და მეკარე მანუელ ალმუნია მზად არიან, თავიანთ "საფეხბურთო სამშობლოდ" ინგლისი გამოაცხადონ. ამ საკითხთან დაკავშირებით ინგლისურმა ტაბლოიდებმა კაპელოს მავანი ახლობლისგან ისიც გაიგეს, რომ იტალიელი არტეტას ახლავე გამოძახებასა და ბულგარეთსა და შვეიცარიასთან კარს მომდგარ შესარჩევ შეხვედრებში გამოყენებას სულაც არ აპირებს. მისი გეგმა სხვაა. მწვრთნელს უნდა, იმ მოთამაშის ამბავი, რომელმაც ბრიტანეთის მოქალაქეობა დიდი ხანი არაა, რაც მიიღო, თავად ბრიტანელებმა გაარკვიონ.

სხვათა შორის, იმავე ახლობლის თქმით კაპელო არც 35 წლის სქოულზის ამბის გადაწყვეტას ჩქარობს. საერთოდაც, სქოულზის თემა მას მერე წამოიჭრა, რაც ვეტერანმა თავად თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ არ წავედი, ვნანობო. ცნობისთვის - სქოულზი ნაკრებს, რომელშიც 65 თამაში აქვს ჩატარებული, 6 წლის წინ გამოეთხოვა.

თანაგუნდელის სინანულს კი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი ჩაებღაუჭა და სქოულზს ნაკრებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მან თქვა:

"ძალიან მინდა ის ინგლისის ნაკრებში ვიხილო. სქოულზი საოცარი მოთამაშეა, ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა დაუბრუნდება ეროვნულ გუნდს თუ არა, მისი გადასაწყვეტია. მისი და კაპელოსი. საბოლოო სიტყვა, რასაკვირველია, ამ ორ ადამიანს ეკუთვნის".

აღსანიშნავია, რომ ასაკის მიუხედავად პრემიერლიგის ახალდაწყებულ ჩემპიონატში სქოულზი შესანიშნავად თამაშობს და ბევრს ამანაც გაუჩინა მისი ნაკრებში დაბრუნების სურვილი, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ საქმეში ბევრი რამ თავმოყვარეობაზეც იქნება დამოკიდებული - კაპელო პირველ ნაბიჯს ფეხბურთელისგან ელის. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მან მანჩესტერელ ნახევარმცველს თავისი მარჯვენა ხელი ფრანკო ბალდინი მიუგზავნა და სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება ათხოვნინა, რაზეც მოთამაშემ უარი უთხრა.

და ბოლოს ორიოდ სიტყვით კიდევ ერთ მანჩესტერელ ვეტერანზე, ინგლისის ნაკრების დაშავებულ კაპიტან რიო ფერდინანდზე ვთქვათ. მოგეხსენებათ, გაზეთმა "სანმა" კაპელოს ვირი და უტვინო უწოდა. მიზეზი: მწვრთნელმა შესარჩევი შეხვედრებისთვის არ გამოიძახა ახალგაზრდა ინგლისელი მოთამაშეები, ენდი ქეროლი და ჯეკ უილშერი, ფერდინანდმა კი მწვრთნელის აუგად მოხსენიება ვერ აიტანა და კრიტიკოსებს პასუხი გასცა:

"თუ გახსოვთ, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრება დიდებულად გავიარეთ. ხალხი ფაბიო კაპელოს "დონ ფაბიოს" ეძახდა, მაგრამ დღეს, ზუსტად იგივე ადამიანები სხვას ლაპარაკობენ. ის, რომ ჩვენ სამხრეთ აფრიკაში ცუდად ვითამაშეთ სულაც არ ნიშნავს, რომ კაპელო ცუდი მწვრთნელია. ხალხი ძალიან მალე, ძალიან შორს ცდილობს გადახტომას. ჩვენ, ფეხბურთელები, იმას ვასრულებთ, რასაც ის გვავალებს. მთავარი ინგლისის ნაკრების გამარჯვებაა და არა რომელიმე ფეხბურთელის წარმოჩენა".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა