2011 წლის ბოლო ტურის მატჩების შემდეგ "ჩვეულებრივ" და "ვირტუალურ" ცხრილშიც სერიოზული კორექტივებიც შესაძლოა მოხდეს
ხვალინდელი ტურით საფეხბურთო წელიწადი უნდა დაგვემთავრებინა, თუმცა დეკემბერი ხომ "საფეხბურთო თვედ" გადავაქციეთ და 22-ში კიდევ ერთი მატჩი გველოდება. ყოველ შემთხვევაში, თუ მართლაც განსაკუთრებული არაფერი მოხდა, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 12-ვე გუნდი კალენდრით გათვალისწინებულ 18-18 თამაშს წლეულსვე "ჩაამთავრებს";

რაც შეეხება პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ ოთხ ტურს, ეს მატჩები მომავალი წლის დასაწყისში ჩატარდება (ისე, ბარემ აქვე გეტყვით, რომ მომავალ წელს ჩემპიონატი 14 თებერვალს განახლდება). თუმცა მანამდეც და 22 დეკემბერს დანიშნულ "მერანი" - "ზესტაფონის" (XVI ტურის დარჩენილი შეხვედრა) მატჩამდე ხომ ხვალინდელი შეხვედრები გველოდება; თანაც, 2011 წლის ბოლო ტურის მატჩების შემდეგ ორივე ცხრილში ("ჩვეულებრივშიც" და "ვირტუალურშიც") სერიოზული კორექტივებიც შესაძლოა მოხდეს.

ბოლოს და ბოლოს, ამ ტურში ხომ ორი ისეთი მატჩია ("გაგრა" - "ვიტ ჯორჯია", "კოლხეთი" - "სპარტაკი"), საუკეთესო რვაგუნდიან ცხრილში ბევრი რამის შეცვლა რომ არ უნდა გაგვიკვირდეს. ანუ, "გაგრას" გამარჯვებისა და "სპარტაკის" წაფორხილების შემთხვევაში საუკეთესო რვაგუნდიან ცხრილში ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გაგრა" შევა და "ვირტუალური" ცხრილის ლიდერთა მაჩვენებლებიც შეიცვლება;

თუმცა, ამ ორის გარდა, კიდევ სამი ისეთი შეხვედრაა, ორივე ცხრილში სერიოზულ გადაადგილებებს რომ გამოიწვევს. უპირველესად კი, რაღა თქმა უნდა, ტურის ცენტრალური დაპირისპირება უნდა ვახსენოთ: "ვირტუალური" ცხრილის ლიდერი "მეტალურგი" "ჩვეულებრივი" ცხრილის ლიდერს "ზესტაფონს" უმასპინძლებს! რა თქმა უნდა, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურის ამ ცენტრალური მატჩის ხილვის საშუალება ფეხბურთის გულშემატკივრებს ტელევიზიის საშუალებითაც ექნებათ - "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ლიდერთა დაპირისპირებას ჩანაწერში შემოგვთავაზებს.

არადა, მოგეხსენებათ, რომ იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი სეზონის დასაწყისიდან მუდამ პირდაპირ რეპორტაჟებს გვთავაზობდა ხოლმე; თუმცა, რუსთავის სტადიონის მარადიულ პრობლემას საშველი ხომ არაფრით დაადგა: "ფოლადზე" პროჟექტორების სიმძლავრე იმდენად დაბალია, რომ მატჩების საღამოს საათებში ჩატარება შეუძლებელია!

თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ფაქტორი ამ შეხვედრისადმი ინტერესს სულაც არ შეანელებს: ბოლოს და ბოლოს, დიდი ალბათობით, ხვალ, შესაძლოა "ზამთრის ჩემპიონი" გაირკვეს! თუმცა, ვიდრე ყველა შესაძლო ვარიანტს შემოგთავაზებდეთ, ის მართლაც კურიოზული სიტუაციაც უნდა წარმოვიდგინოთ, ამ ტურს რომ შეიძლება მოჰყვეს; კერძოდ, იმას ვგულისხმობთ, რომ შესაძლოა, ერთდროულად ორი "ზამთრის ჩემპიონიც" გვყავდეს!

აი, ვთქვათ და "ტორპედომ" სტუმრად "ბაია" დაამარცხა (რაც, სავსებით რეალურად გვეჩვენება) და ამავდროულად, "მეტალურგმა" ქვეყნის ჩემპიონის ძლევამოსილი სვლის შეჩერება შეძლო, - ამ შემთხვევაში "ჩვეულებრივ" ცხრილში პირველ ადგილზე ქუთაისელები გადაინაცვლებენ, "ვირტუალურში" კი მომავალი წლის თებერვლამდე მიუწვდომლები უკვე რუსთაველები იქნებიან.

მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს კვლავაც რჩება "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულის მოპოვების შანსი, ოღონდ მხოლოდ ერთ ცხრილში ("ჩვეულებრივში"): როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, "ზესტაფონს" ოთხ დღეში კიდევ ერთი მატჩი ელოდება (სტუმრად - მარტვილში).

ეგ კი არა, მხოლოდ გუშინ გადაწყდა, რომ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა თუ მწვრთნელ-ფეხბურთელები ახალ წელს მოედანზე არ შეხვდებოდნენ: საბედნიეროდ, საღმა აზრმა იმძლავრა და სუპერთასი წლეულს აღარ ჩატარდება! ან, საერთოდ, რატომ უნდა ჩატარებულიყო წელიწადის მიწურულს? თუმცა, ამ თემაზე არაერთხელ დაგვიფიქსირებია საკუთარი პოზიცია და ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ.

დაბოლოს, კიდევ ერთ მატჩზეც, არანაკლებ ინტერესს რომ იწვევს: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამომ" პირველად უნდა ესტუმროს მარტვილს! ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი აჟიოტაჟი იქნება მარტვილში ამ თამაშის მიმართ; მით უფრო, რომ ამ სეზონის მიხედვით, საშინაო შეხვედრებში პროცენტულად საუკეთესო შედეგი სწორედ "მერანს" აქვს - მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილმა გუნდმა 7 მატჩიდან 6 მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაამთავრა ფრედ! თანაც, მარტვილელთა გუნდს დამატებითი მოტივაციაც აქვს: საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხების შემთხვევაში "ვირტუალურ" ცხრილში ერთი საფეხურით დაწინაურების შანსიც უჩნდებათ!

"დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს კი თუ რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა ექნებათ ზესტაფონური ფიასკოს მერე, ვფიქრობთ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ დისკვალიფიკაციის გამო დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია თავისი გუნდის ორ ლიდერს, გიორგი ლორიასა და ჩისკოს მოისაკლისებს.

სატურნირო მდგომარეობა

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ზესტაფონი 16 12 2 2 35-15 38

2. ტორპედო 17 12 1 4 25-12 37

3. დინამო 17 10 3 4 33-20 33

4. მეტალურგი 17 8 5 4 21-18 29

5. მერანი 16 8 2 6 20-18 26

6. ვიტ ჯორჯია 17 6 5 6 21-21 23

7. ბაია 17 7 2 8 18-19 23

8. სპარტაკი 17 5 4 8 16-24 19

9. გაგრა 17 5 3 9 17-23 18

10. დილა 17 4 3 10 20-25 15

11. კოლხეთი 17 3 6 8 14-24 15

12. სიონი 17 1 4 12 11-32 7

ვირტუალური სატურნირო  მდგომარეობა 15 დეკემბრისთვის

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 11 7 2 2 14-9 23

2. ზესტაფონი 9 7 1 1 23-8 22

3. ტორპედო 11 6 1 4 12-9 19

4. დინამო 11 5 2 4 19-18 17

5. მერანი 10 5 1 4 13-10 16

6.ვიტ ჯორჯია 11 2 3 6 6-14 9

7. სპარტაკი 11 2 1 8 9-20 7

7. ბაია 10 2 1 7 7-17 7

საქართველოს ჩემპიონატი. XVIII ტური

18.12. რუსთავი. ფოლადი. 14:00

მეტალურგი-ზესტაფონი

18.12. მარტვილი. ცენტრალური 14:00

მერანი-დინამო

18.12. თბილისი. მერანი (ზეემკა) 14:00

გაგრა-ვიტ ჯორჯია

18.12. ქუთაისი. ცენტრალუი 14:00

კოლხეთი-სპარტაკი

18.12. ზუგდიდი. გ.თუთბერიძე. 14:00

ბაია-ტორპედო

18.12. ბოლნისი. თ.სტეფანია 14:00

სიონი-დილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა