ინგლისში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. განვლილ შეხვედრებში მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა. ფავორიტებმა უპრობლემოდ მოიგეს....

ინგლისში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. განვლილ შეხვედრებში მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა. ფავორიტებმა უპრობლემოდ მოიგეს.

უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხეულიდან ორის ვინაობა გარკვეულია. ესენი არიან A ჯგუფის ლიდერი ახალი ზელანდია და B ჯგუფის პირველადგილოსანი ინგლისი. ჩ ჯგუფში პირველის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა აქამდე დაუმარცხებელი საფრანგეთისა და კანადის ნაკრებების მატჩში. კიდევ ერთი, მეოთხე ნახევარფინალისტი საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება.

როგორც უკვე ვთქვით, A ჯგუფს სათავეში უდგას მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელმაც ჯერ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს სძლია დიდი ანგარიშით - 55:3, ხოლო მერე ასევე იოლად მოუგო ავსტრალიას - 32:5. ახალზელანდიელთა შორის ამ ორ შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული გარემარბი კარლა ჰოჰეპა იყო, რომელმაც ექვსი ლელო მიითვალა.

მეორე ადგილისთვის ბოლო ტურში სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებები იბრძოლებენ, რომლებმაც უელსის ეროვნულ გუნდს, შესაბამისად, 15:10 და 26:12 მოუგეს.

A ჯგუფი

ავსტრალია-უელსი 26:12, ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა 55:3, სამხრეთ აფრიკა-უელსი 15:10, ახალი ზელანდია-ავსტრალია 32:5.

სატურნირო მდგომარეობა

ახალი ზელანდია - 10 ქულა, ავსტრალია - 5, სამხრეთ აფრიკა - 4, უელსი - 0

B ჯგუფში კონკურენციას ვერავინ უწევს მასპინძელთა ნაკრებს. "პომებმა" ორივე შეხვედრა ისე მოიგეს, რომ მეტოქეს ქულების მოპოვების საშუალება არ მისცეს. ინგლისელებმა ჯერ ირლანდიის ნაკრებს მოუგეს - 27:0, მერე კი ყაზახეთის ეროვნული გუნდი გაანადგურეს - 82:0.

მასპინძელთა გუნდიდან ოთხ-ოთხი ლელო გარემარბ შარლოტ ბარასისა და ფულბეკ ფიონა ფოკოქის ანგარიშზეა. გარდასახვებსა და საჯარიმოებს უზადოდ ურტყამდა მგეზავი ქეით მაკლინი.

ამ ჯგუფში მეორე ადგილზე პრეტენზიას აშშ-სა და ირლანდიის ნაკრებები აცხადებენ. ირლანდიამ მეორე ტურში ცხრა ნომერ ტანია როსერის წყალობით კონკურენტს 22:12 მოუგო და ახლა აუტსაიდერ ყაზახეთს ხვდება. "სამყურები", ცხადია, აზიელებს კუდით ქვას ასროლინებენ, რასაც ვერაფრით ვიტყვით ამერიკელებზე, რომლებსაც ძალების მოსინჯვა ჩემპიონატის ფავორიტ ინგლისელებთან მოუწევთ. აშშ-ს ერთადერთი მოგება ყაზახეთის ნაკრებთან აქვს. ოკეანისგაღმელებმა მეტოქე მშრალად - 51:0 დაამარცხეს. გამარჯვებულთაგან თავი მგეზავმა კრისტი რიგენბერგმა გამოიჩინა, რომელმაც სამი ლელოს გატანა შეძლო.

B ჯგუფი

აშშ-ყაზახეთი 51:0, ინგლისი-ირლანდია 27:0, აშშ-ირლანდია 12:22, ინგლისი-ყაზახეთი 82:0

სატურნირო მდგომარეობა

ინგლისი - 10 ქულა, აშშ - 5, ირლანდია - 5, ყაზახეთი - 0

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ჩ ჯგუფში, რომელსაც ორი ფავორიტი ჰყავს, საფრანგეთი და კანადა. თუმცა, მატჩების შედეგებს თუ გადავხედავთ, კანადელთა უპირატესობა აშკარაა. მათ შვედეთისა და შოტლანდიის ნაკრებებს დამაჯერებლად სძლიეს, შესაბამისად, 40:10 და 37:10. ორივე მატჩში კანადელებმა თითო საპრემიო ქულის აღებაც შეძლეს. ყველაზე მეტი, ოთხი ლელო კი გარემარბმა ითერ მოისმა გაიტანა.

ორიდან ორივე მატჩი მოიგო საფრანგეთის ნაკრებმაც, ოღონდ კანადელებთან შედარებით ბევრად მოკრძალებული ანგარიშით. "ლე ბლემ" ჯერ შვედებს აჯობა ექვსი ქულით - 15:9, მერე კი, ათქულიან უპირატესობას გამორჩა შოტლანდასთან მატჩში - 17:7. ფრანგთაგან ყველაზე მეტი, სამი ლელო შუამარბ კლერ აგრიკოლის დაუგროვდა.

ხვალ, ბოლო ტურში ფრანგები კანადელებს დაუპირისპირდებიან და ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვევა.

ჩ ჯგუფი

კანადა - შოტლანდია 37:10, საფრანგეთი - შვედეთი 15:9, საფრანგეთი - შოტლანდია 17:7, კანადა - შვედეთი 40:10.

სატურნირო მდგომარეობა

კანადა - 10 ქულა, საფრანგეთი - 8, შვედეთი - 1, შოტლანდია - 0

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება