პირველად სასამართლომ მოედანზე განზრახ უხეშობისთვის ფეხბურთელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს მოედანზე თამაშისას დაასახიჩრებ, თუ მის მიღმა? სწორედ ასე გადაწყვიტა ინგლისელმა მოსამართლემ, რომელმაც მოედანზე ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკისთვის ფეხბურთელს 6-თვიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.

ინციდენტი ინგლისის საკვირაო ლიგის მატჩის ბოლო წამებზე მოხდა, როდესაც ერთმანეთს "ლონგ ლოუფორდი" და "უილტრაპერსი" ეთამაშებოდნენ. საფინალო სასტვენამდე აღარაფერი რჩებოდა. "ლონგ ლოუფორდი" 1:3 მარცხდებოდა, სტუმრების მცველი, ტერი ჯონსონი კი ბურთს აუტში მშვიდად "მიაცილებდა". და სწორედ მაშინ, უკნიდან მეტოქე გუნდის 20 წლის ფეხბურთელი, მარკ ჩეპმანი გაშლილი ფეხებით ჩაუვარდა, რომლის ბუცმა ტერის მარჯვენა ფეხი მუხლსქვემოთ გადატეხა.

ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს - დაშავებულს ფეხში ლითონის ფირფიტა ჩაუდგეს, თუმცა ტერის ფეხბურთთან სამუდამოდ გამოთხოვება მოუხდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტრავმის გამო ჯონსონი არამხოლოდ საყვარელ საქმეს სამუდამოდ ჩამოშორდა, ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მთელი მისი ოჯახი - ცოლი და ორი გოგონა. საქმე ისაა, რომ ერთერთ კომპანიაში ელექტრიკოსად მომუშავე ტერის ფეხზე მყარად დადგომამდე 18-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა.

რაც შეეხება ბოროტმოქმედ ჩეპმენს, უხეშობისთივს მოედნიდან მსაჯმა უმალ კი გააძევა, თუმცა დამნაშავის დასჯა ამით არ დასრულებულა.

ბევრისთვის გასაკვირად, ჩაპმანის საქმე ინგლისის კრიმინალურმა სასამართლომაც განიხილა, როგორც "გაუაზრებელი ძალადობა" და საბოლოოდ ფეხბურთელს 6-თვიანი პატიმრობის განაჩენიც გამოუტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამ ტერი ჯონსონი დააკმაყოფილა: "ამ ტრავმამ დამღუპა - ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებ. დამნაშავემ მიიღო ის, რასაც იმსახურებდა - თავის ნამოქმედარზე პასუხი ხომ ყველამ უნდა აგოს".

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ციხეში აქამდეც მოხვედრილა, თუმცა არასდროს - ფეხებში ვარდნისთვის. ჩაპმანი პირველია, ვისაც უხეშად თამაშისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა