ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ნაკრების თავკაცობის პოსტზე ვერნ კოტერი უარით გაისტუმრა
დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" მთავარი მწვრთნელი ვერნ კოტერი ახლახან, მსოფლიოს თასის მფლობელის, ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცობის კანდიდატი იყო, თუმცა ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა არჩევანი, სტივ ჰენსენზე შეაჩერა, რომელიც მანამდე "ოლ ბლექსის" დამრიგებლის გრემ ჰენრის ასისტენტი იყო.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ამ გადაწყვეტილებამ, ცხადია, კოტერი ძალიან დაამწუხრა. მას ის დაუწუნეს, რომ ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს და, ამასთან ერთად, სურთ, ჰენსენმა ჰენრის გაკვალული გზა განაგრძოს.

ახალზელანდიელთა ამ გადაწყვეტილებამ "კლერმონის" ქომაგები ძალიან გაახარა, რადგან "ვულკანების" მიერ ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები, მეტწილად სწორედ კოტერის დამახურებაა. თუმცა, ახალზელანდიელი, მართლაც უმაღლესი დონის სპეციალისტი მზადაა, სხვა, ელიტური სარაგბო ქვეყნის ნაკრები ჩაიბაროს.

"ძალიან ვწუხვარ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ამ გადაწყვეტილების გამო. არადა, გულით მინდოდა ნაკრებს სათავეში ჩავდგომოდი და მის თამაშში ბევრი რამ ახალი შემეტანა. სამწუხაროდ, მათ არჩეული გზის გაგრძელება გადაწყვიტეს. რას იზამ, მე პატივს ვცემ მათ ამ გადაწყვეტილებას.

თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად ნაკრებში მუშაობის გამოცდილების არქონა დასახელდა. თუ არ დამნიშნავ და არ მამუშავებ, გამოცდილება საიდან მექნება.

თანაც, თუ ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, სხვადასხვა ქვეყნების ნაკრების მორაგბეებთან ხომ წლებია ვმუშაობ. ჩემი გაწვრთნილი ბიჭების უმრავლესობა იყო საფრანგეთის ნაკრებში, რომელმაც ახალ ზელანდიასთან ფინალში მხოლოდ ერთი ქულით წააგო.

ამასთან ერთად საკლუბო და სანაკრებო რაგბიში რა, ერთი და იგივე წესები არ არის? მოედნის ზომები განსხვავებულია?

თუ რომელიმე ელიტური სარაგბო ქვეყანა თავის ეროვნულ ნაკრებს ჩამაბარებს, სიამოვნებით ვიმუშავებ, თუ არა და აქ, კლერმონშიც შესანიშნავად ვგრძნობ თავს" - თქვა ვერნ კოტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა