ახალი ზელანდიის ნაკრებს, რომელიც წლეულს მსოფლიოს თასს მეორედ დაეუფლა, ახალი მწვრთნელი ჰყავს - სტივ ჰანსენი
ახალი ზელანდიის ნაკრებს, რომელიც წლეულს მსოფლიოს თასს მეორედ დაეუფლა, ახალი მწვრთნელი ჰყავს - სტივ ჰანსენი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 1987 წელს მსოფლიოს თასის გათამაშება პირველად ჩატარდა, "ოლ ბლექსს" დღემდე სულ შვიდი მწვრთნელი ჰყავდა. ცხადია, ყველა წარმატებული ვერ იქნებოდა, თუმცა, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება გავიხსენოთ, რა მიღწევები და იმედგაცრუება ჰქონდათ მსოფლიოს უპირველესი სარაგბო ქვეყნის ნაკრების თავკაცებს.

სერ ბრაიან ლოჰორი (1985-1987 წლები)

ახალი ზელანდიის რაგბის ლეგენდა ახალგაზრდობისას ცხენოსნობით იყო გატაცებული და ძალიან უნდოდა პროფესიონალი ჟოკეი გამოსულიყო, თუმცა მერე ვაირარაპას დაწყებით სკოლაში რაგბის თამაშს უფრო მეტად დაუდო გული. ბრაიან ლოჰორის კარიერა მასტერტონის სარაგბო კლუბში დაიწყო და ეროვნულ ნაკრებში 25 კეპი მოიხვეჭა, თვრამეტ შეხევდრაში კი "ოლ ბლექსის" კაპიტანი იყო.

მას შემდეგ, რაც 1980 წელს თამაშს თავი დაანება მწვრთნელობას მიჰყო ხელი, ჯერ მასტერტონის გუნდს წვრთნიდა, რომელიც ორი სეზონის განმავლობაში მესამედან პირველ დივიზიონში გადაიყვანა.

1983 წელს ლოჰორი "ოლ ბლექსის" სელექციონერად დანიშნეს. ორი წლის შემდეგ კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგეს ახალზელანდიელებმა 1987 წელს მსოფლიოს თასის პირველი გათამაშება.

ბრაიან ლოჰორი დღესაც მასტერტონში ცხოვრობს. მან ამ ქალაქის მოსხალეობასთან ერთად "ბორჯღალოსნებს" ერთი კვირის განმავლობაში გულთბილად უმასპინძლა და ჩვენი გუნდის დიდი ქომაგიც გახდა.

ალექს უილი (1988-1991 წლები)

მან სამწვრთნელო კარიერაში პირველი მატჩი "კენთერბერის" თავკაცად გამართა 1982 წელს. მისი ხელმძღვანელობით ეს გუნდი სამ წლის განმავლობაში ახალ ზელანდიაში პირველობას არავის უთმობდა.

უილი 1986 წელს ჯონ ჰარტთან ერთად ბრაიან ლოჰორის თანაშემწედ დანიშნეს და 1987 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთი ტრიუმფატორი გახდა. მას შემდეგ, რაც ლოჰორმა თანამდებობა დატოვა, ნაკრების თავკაცი სწორედ უილი გახდა, რამაც ჰარტის გაღიზიანება გამოიწვია.

ალექს უილმა სამი წლის განმავლობაში შესანიშნავად იმუშავა. "ოლ ბლექსმა" მისი ხემძღვანელობით, მხოლოდ ორი მატჩი წააგო. თუმცა, 1991 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ჰარტის მიერ შემუშავებული პროგრამა მოიწონა და უილს შეუწყვილა. დუეტმა არ გაამართლა და "ოლ ბლექსი" ნახევარფინალში დამარცხდა.

ლორი მენსი (1992-1995 წლების)

მან რაგბის თამაში ოტაგოს რეგიონში დაიწყო და "ოლ ბელქსის" შემადგენლობაში 15 კეპი მოიხვეჭა. მერე, მოგვიანებით, მენსი შვიდი წლის განმავლობაში წვრთნიდა თავის მშობლიურ გუნდს და 1992 წელს ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

მას პირდაპირ, ოფიციალურად წაუყენეს მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, 1995 წლის მსოფლიოს თასი ახალ ზელანდიაში უნდა ჩაეტანა.

"ოლ ბლექსს" შესანიშნავი გუნდი ჰყავდა. ამ გუნდის გარემარბ ჯონა ლომუს ვერავინ აჩერებდა. მაგრამ მსოფლიოს თასის გათამაშება სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, სადაც ქვეყნის გაერთიანების იდეით შეპყრობილმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა "ბოკეს" სათანადოდ მოსამზადებლად პირობები შეექმნა.

ფინალში მასპინძლებმა დამატებით დროში 15:12 დაამარცხეს ლორი მენსის ახალი ზელანდია.

ჯონ ჰარტი (1996-1999 წლები)

ის როგორც იქნა გახდა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი. მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ 1996 წელს ჯონ ჰარტი მაინც დანიშნეს "ოლ ბლექსის" მწვრთნელად. მისი ხელმძღვანელობით ახალი ზელანდიის ნაკრებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ამ გუნდმა სამჯერ მოიგო სამი ერის პირველობა 1996, 1997 და 1999 წლებში.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ 1999 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ოლ ბლექსს" ვერავინ შეეცილებიდა, თუმცა ჰარტი და კომპანია შინ გაწბილებული საფრანგეთის ნაკრებმა გაუშვა. "ლე ბლომ" მეტოქე ნახევარფინალში დაამარცხა.

ჯონ მიტჩელი (2001-2003 წლები)

მისი კარიერა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ვაიკატოს რეგიონთან. მიტჩელის დებიუტი ამ რეგიონის გუნდში 1985 წელს შედგა. მერე იქვე დაიწყო მწვრთნელობა, თუმცა მალევე ინგლისში გადაბარგდა და ინგლისურ "ვოსფსს" წვრთნიდა.

ჯონ მიტჩელი 1999 წლის მსოფლიოს თასზე ინგლისის ნაკრების თავკაცის, სერ კლაივ ვუდვორდის თანაშემწე იყო. ის ახალ ზელანდიაში 2001 წელს დაბრუნდა და "ოლ ბლექსის" ხელმძღვანელობა ჩაიბარა.

2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ისევე როგორც იქამდე გამართულ შეჯიბრებებში, "ოლ ბლექსი" ისევ ფავორიტი იყო. თუმცა ნახევარფინალში მასპინძელ ავსტრალიასთან დამარცხდნენ.

გრემ ჰენრი (2004-2011 წლები)

"ბლუზის", უელსის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" გაწვრთნის შემდეგ, გრემ ჰენრი ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელად 2004 წელს დანიშნეს. შესანიშნავი შვიდწლიანი კარიერაც გამოუვიდა. მისი ხელმძღვანელობით "ოლ ბლექსმა" მსოფლიოს თასი მოიგო, ამას დაუმატეთ სამი ერის გათამაშებაში ხუთჯერ გამარჯვებაც.

თუმცა ჰენრის სანაკრებო კარიერა ია-ვარდით მოფენილი ყოველთვის როდი იყო. "ოლ ბლექსმა" 2007 წლის სამი ერის გათამაშება ტრიუმფით განვლო და იმავე წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე უპირველესი ფავორიტი იყო. ახალზელანდიელი ქომაგების სამწუხაროდ, "ოლ ბლექსი" მასპინძლებთან მეოთხედფინალში დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, გრემ ჰენრიმ მაინც შეძლო თანამდებობის შენარჩუნება. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი მას ენდო და არც შემცდარა. 24-წლიანი მოლოდინის შემდეგ, "ვებ ელისის" თასმა ისევ ამ ქვეყანაში დაიდო ბინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს