გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი - ექვსი მოთამაშე ახალ ზელანდიას ჰყავს
2011 წელი დასასრულს უახლოვდება. სეზონის შედეგები, საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელები უკვე დასახელდა.

მათი დაჯილდოების ცერემონიალიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და სარაგბო ვებ-გვერდმა planetrugby-მ კი, ახალხან თავისი მკითხველების გამოკითხვა ჩაატარა. მათ 2011 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები უნდა შეედგინათ.

ამ ვებ-გვერდის მკითხველთა აზრით, საუკეთესო თხუთმეტეულში ექვსი ქვეყნის მორაგბე მოხვდა. საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი - ექვსი მოთამაშე ახალ ზელანდიას ჰყავს, რაც აბსოლუტურად სამართლიანია. ერთით ჩამორჩება მეზობელი ავსტრალია, თითო-თითო მორაგბე მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში იტალიის, ირლანდიის, ტონგასა და ინგლისის ნაკრებებიდან.

15. ქართლი ბეილი (ავსტრალია)

მას კონკურენციას მხოლოდ ახალ ზელანდიელი იზრაელ დაგი უწევდა. მაგრამ "ვოლაბების" ფულ ბეკი წლეულს მაინც ყველაზე გამორჩეული იყო. მან შესანიშნავად იასპარეზა ზე რაგბის გათამაშებაში, სადაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. ბეილი ავსტრალიის ნაკრების შეტევების სულისჩამდგემელი და უდავო ლიდერია.

14. კრის ეშტონი (ინგლისი)

ის ექვსი ერისა და მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვეა. კრის ეშტონმა ნაყოფიერად იმუშავა "ნორსჰემპთონის" შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონატში. მართალია, რატომღაც, მას ძალიან ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სტატისტიკა თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და, თანაც, ეშტონის სასარგებლოდ.

ქომაგებმა ის საუკეთესოდ დაასახელეს, მაშინ, როცა ისეთი ძლიერი კონკურენტები ჰყავდა, ავსტრალიელი ჯეიმზ ოკონორი, ფრანგი ვინსან კლერი, უელსელი ჯორჯ ნორსი და ახალზელანდიელი ქორი ჯეინი რომ არიან.

13. კონრად სმიტი (ახალი ზელანდია)

ის ზედიზედ მეორედ გახდა ამ პოზიციაზე საუკეთესო. არადა, კონრად სმიტს პირველობას ირალნდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ოდრისკოლი, სამხრეთ აფრიკელი ჟაკ ფური და ავსტრალიელი ადამ ეშლი კუპერი ეცილებოდა. პირველმა "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში "ლენსტერს" გაამარჯვებინა, მეორე სტაბილურად აგრესიული და ნაყოფიერი იყო ნაკრებშიც და კლუბშიც თამაშისას, მესამემ კი დაამტკიცა, რომ მარტო კარგი ფულბეკი არ არის. თუმცა, სმიტი მაინც ყველას სჯობია და, თანაც, მსოფლიოს თასის მფლობელია.

12. მაა ნონუ (ახალი ზელანდია)

მხოლოდ მსოფლიოს თასის გათამაშებით რომ გვეხელმძღვანელა, ამ პოზიციაზე საუკეთესო ჯიმი რობერტსი უნდა ყოფილიყო. მაგრამ წელიწადში 365 დღეა და რადგან მაა ნონუ მთელი სეზონის განმავლობაში სატაბილურად ძლიერად თამაშობდა უპირატესობაც მას მიენიჭა. წესით მას წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულიც ერგებოდა.

11. დიგბი იოანი (ავსტრალია)

ძალიან იოლი, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილებაა. დიგბი იოანი ერთი თავით სჯობდა თავის კონკურენტებს. სწრაფი, თავბრუდამხვევი შეტევებით ის დიდ პრობლემებს უქმნიდა როგორც "რედსის", ისე ავსტრალიის ნაკრების მეტოქეებს. მისი კონკურენტი ახალზელანდიელი რენე რენჯერი იყო.

10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია)

ამ პოზიციაზე, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა ამჯერად ყველაზე რეალური კანდიდატურები ავსტრალიელი ქუადე კუპერი და ახალზელანდიელი დენ კარტერი იყვნენ. კუპერს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "რედსის" შემადგენლობაში ზე რაგბის გათამაშებაში, რასაც ვერაფრით ვიტყვით მის ასპარეზობაზე მსოფლიოს თასზე.

კარტერი კი, პირიქით, მთელი სეზონის განმავლობაში ჩვეულად სტაბილური და საიმედო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო მსოფლიოს თასის გათამაშების ჩამთავრება ვერ შეძლო, ის მაინც საუკეთესოა.

9. ვილი გენია (ავსტრალია)

ის, ისევე როგორც მისი მეწყვილე კუპერი ზე რაგბის გათამაშებაში საუკეთესო იყო. არანაკლები ელვარებით გაიბრწყინა მან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზეც. ვილი გენია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოდის კანონმდებელია ცხრა ნომრების ახალ თაობაში. იმედი გვაქვს, რომ ვილი მომავალ წელსაც შესანიშნავ ფორმაში იქნება.

8. კირან რიდი (ახალი ზელანდია)

ის ხშირმა ტრავმებმა გააწამა. თუმცა კირან რიდის შესანიშნავმა თამაშმა, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ახალი ზელანდიის ნაკრების წარმატება მსოფლიოს თასზე. ის ბრწყინვალე იყო ასევე "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ასპარეზობისას ზე რაგბის გათამაშებაში.

კირანის, საკმაო სერიოზული კონკურენტი იყო ბასკი იმანოლ არინორდოკი და იტალიელი სერჯო პარისე.

7. დევიდ პოქოკი (ავსტრალია)

ქომაგები IRB-ს "დაუპირისპირდნენ" და საკეთესოდ ფრანგი ტიერი დუსოტუარის ნაცვლად, ავსტრალიელი დევიდ პოქოკი დაასახელეს. ის ნამდვილად სჯობდა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ აღიარებულ ფრანგსაც და ახალზელანდიური რაგბის ლეგენდა რიჩი მაქოასაც.

6. შონ ობარაიანი (ირლანდია)

ახალზელანდიელ ჯერომ კაინოს მან ოდნავ აჯობა. ეს დაპირსპირება, ფაქტობრივად, ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროების ორთაბრძოლად გადაიქცა. ბოლოს მაინც შონ ობარიანმა გაიმარჯვა. მას მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

5. ჯეიმზ ჰორვილი (ავსტრალია)

ზე რაგბისა და სამი ერის გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ჯეიმზ ჰორვილს ავსტრალიის ნაკრების კაპიტნობა ანდეს, რაც მისი, როგორც დიდი მორაგბის კიდევ ერთი აღიარებაა. მართალია, მას "ვებ ელისის" თასი არ მოუგია, მაგრამ ლიდერის ძალაინ კარგი თვისებები გამოავლინა.

4. ბრედ თორნი (ახალი ზელანდია)

კარიერის ასეთ ბრწყინვალე დასასრულზე ცოტა ვინმე თუ ოცნებობს. ბრედ თორნი ქრაისჩერჩის "კრუსეიდერზის" სიმბოლოდ იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია. თორნმა უდიდესი სამუშაო გასწია "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში მსოფლიოს თასზე თამაშისას.

3. მარტინ კასტროჯოვანი (იტალია)

ამ პოზიციაზე თამაში, შეიძლება ითქვას, რომ რაგბიში ყველაზე რთულია. წლეულს საკმაოდ ბევრმა მარჯვენა ბურჯმა გამოიჩინა თავი. შთამბეჭდავი იყო ახალზელანდიელი ოუენ ფრენქსი. ასევე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ფრანგი ნიკოლა მასი და ინგლისელი დენ კოლი. თუმცა ქომაგებმა, ყველას მაინც იტალიელი მარტინ კასტროჯოვანი არჩიეს.

2. კევინ მეალამუ (ახალი ზელანდია)

დიდი ხნის განმავლობაში ყველას ეგონა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების ძირითადი შერკინების კვაჭი ენდრიუ ჰორი იქნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კევინ მეალამუმ "ბლუზის" შემადგენლობაში "სპექტაკლები დადგა", ის უპირობოდ ძირითადი გახდა. მისი უნარი გაგლიჯოს მეტოქის პირველი ხაზი აღფრთოვანებას იწვევს.

1. სოანე ტონგაულია (ტონგა)

მისი კონკურენტი უელსელი რის ტომასი იყო, თუმცა ტონგელმა საკლუბო ასპარეზზე ბევრად უკეთ ითამაშა და არც მსოფლიოს თასის გათამაშებაში შეურცხვენია თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

israel dagg
ისე დაგის დაყენება ჯობდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა