ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტერის გაასამართლებენ

ტერის გაასამართლებენ

ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ კაპიტანს „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მცველის ანტონ ფერდინანდის რასისტული შეურაცხყოფისთვის ბრალდებას წაუყენებენ
ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ კაპიტანმა, 31 წლის ჯონ ტერიმ შეიტყო, რომ „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ 24 წლის მცველის, ანტონ ფერდინანდის რასისტული შეურაცხყოფის გამო ბრალდებას წაუყენებენ, ანუ სასამართლოში მოუწევს სიარული.

ამასთან დაკავშირებით ტერიმ განაცხადა, რომ თავის სიმართლეს კბილებითა და ფრჩხილებით დაიცავს. თავის მხრივ არც ფერდინანდმა დაიხია უკან - თუ საქმე მოითხოვს, ტერის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემო. პროცესი 1 თებერვალს დაიწყება.

მიმომხილველები წერენ, რომ ამ სასამართლომ ინგლისის ნაკრების სამზადისი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის, შესაძლოა, ყირაზე დააყენოს. ლოგიკა მარტივია: თუ დამტკიცდება, რომ ტერიმ ფერდინანდს რასობრივი შეურაცხყოფა მართლა მიაყენა, არ არის გამორიცხული ნაკრების ფერადკანიანმა ფეხბურთელებმა მასთან ერთ გუნდში ყოფნა არ ისურვონ.

ერთი სიტყვით, ახლოვდება დიდი საერთაშორისო ტურნირი და ინგლისელთა ბანაკში ისევ მძაფრი სკანდალი მწიფდება. შეგახსენებთ, რომ სკანდალური იყო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინა პერიოდიც. სხვათა შორის, მაშინაც ტერი მოექცა მოვლენათა ცენტრში, როდესაც გაირკვა, რომ მეგობრისა და თანაგუნდელის, უეინ ბრიჯის ცოლთან, ფრანგ მოდელ ვანესა პერონსელთან ჰქონდა რომანი. ბრიჯი ნაკრებს გამოეთხოვა, გუნდმა კი ფსიქოლოგიურად მძიმე პერიოდი გადაიტანა, რაც სამხრეთ აფრიკაში მის თამაშსა და შედეგებს დაეტყო.

ახალი სკანდალი ოქტომბერში, „ქუინზ პარკისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში აგორდა. ამბობენ, რომ ტერიმ ფერდინანდს ლანძღვისას სიტყვა „შავო“ გამოიყენა. იმასაც წერენ, რომ მაქსიმუმი, რაც სასამართლომ ტერის შეიძლება მიუსაჯოს, 2 500 ფუნტის გადახდაა, მაგრამ ამისათვის, ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ ის დამნაშავეა.

როდესაც შეიტყო, რომ ბრალდებას მაინც წაუყენებენ, „ჩელსის“ კაპიტანი ჟურნალისტებს შეხვდა და უთხრა: „გულდაწყვეტილი ვარ, ბრალდების მოსმენა რომ მომიწევს. ამასთან, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი სახელის დაცვის საშუალება სრულყოფილად მომეცემა“.

ანტონ ფერდინანდის სახელით კი მისმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. მან თქვა: „თუ საჭირო იქნება ანტონი სასამართლოში მივა და ტერის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს“.

„ჩელსი“, რასაკვირველია, თავის კაპიტანს გვერდში უდგას. „ლურჯების“ თავკაცმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა: „ჩემთვის სულ ერთია ვინ რას დაასკვნის. მე ბოლომდე ჯონს ვედგები მხარში. აქ, „ჩელსიში“ ყველამ კარგად ვიცით მისი პიროვნული თვისებები და ღირებულებები“.

საინტერესოა, რომ ტერის ბრალდების შესახებ შეტყობინება ლივერპულელი ლუის სუარესის რვა-თამაშიანი დისკვლავიფიკაციით დასჯის მეორე დღეს მიუვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა