„მანჩესტერ იუნაიტედს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდება - 19 წლის ფილ ჯონსი შესაძლოა ექვსი კვირით დაემშვიდობოს მოედანს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდება - 19 წლის ფილ ჯონსი შესაძლოა ექვსი კვირით დაემშვიდობოს მოედანს.

ახალგაზრდა ვარსკვლავმა ტრავმა „ფულჰემთან“ თამაშის დროს მიიღო. მას 28 წლის ამერიკელი შემტევი ნახევარმცველის, კლინტ დემპსის იდაყვი მოხვდა. ექიმებს იმთავითვე შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ჯონსს ყვრიმალის ძვალი გაუტყდა. მატჩის შემდეგ, 5:0 გამარჯვების მიუხედავად, ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი უკმაყოფილო იყო. მან თქვა:

„ჯონსს დემპსიმ იდაყვი მიარტყა, თუმცა, ვფიქრობ ეს ძალად არ გაუკეთებია. ფილი რენტგენზე გავაგზავნეთ. ეტყობოდა, რომ მისი საქმე კარგად არ იყო“.

„ფულჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრაში ლაზათიანად მოხვდა 26 წლის ეშლი იანგსაც. ის დიქსონ ეტუჰუსთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა, თუმცა იანგის ტრავმა ჯონსის ტრავმასთან შედარებით მსუბუქი ჩანს.

ფერგიმ განაგრძო: „მეორე ტაიმში „ფულჰემმა“ ძალიან აგრესიული ფეხბურთი ითამაშა. იანგიც სწორედ ამ აგრესიის მსხვერპლი გახდა. ვფიქრობ, ის ორ ან სამ კვირას გამოსტოვებს“.

დასავლეთლონდონელებთან არც რიო ფერდინანდს უთამაშია. ისევ ფერგიუსონი: „ჯონსის ტრავმამ ცვლილებები გვაიძულა, მაგრამ რიო არ იყო და იმპროვიზირება მოგვიხდა. ფერდინანდმა ფეხი კვირას, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ თამაშის დროს იტკინა. ექიმები მაიმედებენ, რომ ის 31 დეკემბერს, „ბლექბერნის“ წინააღმდეგ ითამაშებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა