რობერტო მანჩინიმ ისტლენდზე თავისი ყოფნის მეორე წლისთავი შესანიშნავად აღნიშნა - ფანებს საშობაოდ „სტოკ სიტისთან“ 3:0 გამარჯვება და ლიდერის პოზიცია უძღვნა
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ისტლენდზე თავისი ყოფნის მეორე წლისთავი შესანიშნავად აღნიშნა - ფანებს საშობაოდ „სტოკ სიტისთან“ 3:0 გამარჯვება და ლიდერის პოზიცია უძღვნა.

აგერ უკვე 82 წელია, „სიტი“ 25 დეკემბერს ინგლისის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში არ ყოფილა. იტალიელი, რასაკვირველია, ამ პოზიციაზე დარჩენასაც აპირებს. მან თქვა:

„დარწმუნებული ვარ, ჩვენს გულშემატკივარს შესანიშნავი შობა დაუდგება, მე კი ახლა, ლიდერად დარჩენაზე ვფიქრობ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, რომ გუნდები „მანჩესტერ იუნაიტედს“ შიშით ეთამაშებიან ხოლმე. განსაკუთრებით, „ოლდ ტრეფორდზე“. ვფიქრობ, ახლა ასეთივე დამოკიდებულება ყალიბდება ჩვენს მიმართ. ეს ძალიან მომწონს. კმაყოფილი ვარ იმ პროგრესით, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო ორ წელიწადში განიცადა“.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე „სტოკ სიტის“ ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდა მოგებული, მაგრამ „ეტიჰედ სთედიუმზე“ ვერაფერს გახდა. სტოკელთა თავკაცმა, ტონი პულისმა თქვა:

„გადახედეთ „მანჩესტერ სიტის“ სათადარიგოთა სკამს და მიხვდებით, რა ძნელია აქ თამაში. ეს გუნდი ნებისმიერ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის რომ იბრძოლებს, რად უნდა ლაპარაკი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა