ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბერბატოვის საშობაო აღმაფრენა

ბერბატოვის საშობაო აღმაფრენა

პრემიერლიგა. XVIII ტურის გამოხმაურება: დიმიტარ ბერბატოვმა "ბოქსინდ დეიზე" ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბულგარელმა თავდამსხმელმა, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვმა "ბოქსინდ დეიზე" ჰეთ-თრიკი შეასრულა და მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი სიხარულით მეცხრე ცას სწია - მოგეხსენებათ, შობის მეორე დღეს ინგლისის ჩემპიონმა "უიგანს" 5:0 სძლია.

ამ შეხვედრის პარალელურად, "იუნაიტედის" "ხმაურიანმა მეზობელმა", "მანჩესტერ სიტიმ" ვესტ ბრომვიჩში 0:0 ითამაშა და პრემიერლიგის ცხრილში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ცნობისათვის: ეს იყო ბერბატოვის პირველი გამოჩენა სასტარტო შემადგენლობაში სექტემბრის შემდეგ.

ამრიგად, "იუნაიტედმა" გოლების გატანას გემო გაუგო - მას მერე, რაც შვეიცარიულმა "ბაზელმა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო, ფერგიუსონის ბიჭებმა 16 გოლი შეყარეს, რომელთაგან 10 "ფულჰემთან" და "უიგანთან" ორ თამაშზე მოდის. ლეგენდარულმა მწვრთნელმა, რომელიც 31 დეკემბერს 70 წლისა ხდება, თქვა:

"რამდენიმე კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, ვიღაცას გავაწბილებთ, მეთქი. ჩემი გუნდის თამაშს რომ ვუყურებდი, ვხედავდი, რომ ბიჭები ყველა მხრიდან სახიფათოდ უტევდნენ, გოლს ამზადებდნენ. ჩემი სურვილიც ეს იყო, მინდოდა ფეხბურთელები გოლებზე ძველებურად დამეგეშა და მიხარია ასეც რომ მოხდა. სწორი მიმართულებით მივდივართ".

და, რასაკვირველია, ფერგის არც პირადად ჰეთ-თრიკის ავტორის შექება დავიწყებია: "ბერბატოვისთვის კარგი თამაში იყო. ასეთი წარმატება ადამიანს საკუთარი თავის შელახულ რწმენას უბრუნებს. "უიგანთან" შეხვედრაში უპირველეს ყოვლისა მისი სიმაღლე გვჭირდებოდა, რათა მეტოქის სტანდარტულებისგან თავი დაგვეცვა, თუმცა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ ნახეთ. არადა, დიმიტარმა სეზონის კარგად ვერ დაიწყო. მე გუნდში მყავდნენ უელბეკი, რუნი, ჩიჩარიტო და მას ვერ ვათამაშებდი, დღეს კი ვათამაშე და გაიბრწყინა".

ბერბატოვს მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად თუ დავუთვლით, სულ შვიდჯერ აქვს ნათამაშები. თანაგუნდელის ჰეთ-თრიკმა მისი ფრანგი მეგობარი და თანატოლი, პატრის ევრაც გაახარა:

"როდესაც დიმიტარს გოლი გააქვს მე ყოველთვის მიხარია. ის ძალიან კარგი ადამიანია და ყველანაირი წარმატების ღირსია".

მიუხედავად იმისა, რომ წინა სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, ფერგიოუსონმა 26 წლის უეინ რუნი, "უიგანთან", თავიდან სათადარიგოთა სკამზე დასვა. ფერგიმ თქვა:

"რუნიმ გოლების გატანა "ვულვერჰემპტონთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში დაიწყო და შემდეგ, "ქუინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგაც (2:0) განაგრძო. ამას მოჰყვა გამარჯვება "ფულჰემთან", რომელშიც ყველამ კარგად ითამაშა. თავი გამოიჩინეს დენი უელბეკმა, რაიან გიგზმა, დიმიტარმა, რუნიმ და ნანიმ".

გოლთაცვენა "უიგანთან" შეხვედრაშიც გაგრძელდა, მაგრამ თუკი ინგლისის ჩემპიონს მეტოქეთა კარის წინ საქმე კარგად მიუდის, ტრავმების თვალსაზრისით ყველაფერი არც ისე კარგადაა. დღეისათვის გუნდს 11 დაშავებული ჰყავს.

"ბოლო პერიოდი ნამდვილად კოშმარული გვქონდა. პილ ჯონსი და კრის სმოლინგი ავადაც კი გახდნენ. რიო ფერდინანდი ისევ შეაწუხა ზურგის ტკივილმა, ხოლო ჯონი ევანსი, თავად ნახეთ, შესვენებისას გავიყვანეთ, რადგან მყესი დაიზიანა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა