იტალიელი ამტკიცებს, რომ შობა-ახალ წლის პერიოდში კალენდარი "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ არის შედგენილი
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი, რობერტო მანჩინი პრემიერლიგის შეფებს შემოსწყრა - იტალიელი ამტკიცებს, რომ შობა-ახალ წლის პერიოდში კალენდარი "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ არის შედგენილი. "ვესტ ბრომვიჩთან" 0:0-ის შემდეგ მანჩინიმ განაცხადა:

"დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ მომწონს. მესმის, რომ ყველაფერი ტელევიზიისთვის კეთდება, მაგრამ ორ დღეში ორჯერ თამაში, მაშინ, როდესაც სხვები სამ დღეში ერთხელ თამაშობენ, უსამართლობაა. მერწმუნეთ, 48 საათის განმავლობაში მოედანზე ორჯერ გასვლა დამღლელია. ეს, რასაკვირველია, დაღს დაგვასვამდა, მაგრამ რაც არის არის. ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და ბრძოლა განვაგრძოთ, რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი იანვარი გველის".

შემდეგ, მანჩინიმ დააზუსტა, რომ გადატვირთულ საახალწლო კალენდარში "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" 24 საათით მეტი დასვენებაა გათვალისწინებული. კერძოდ, ისტლენდელები შემდეგ თამაშს 1 იანვარს სანდერლენდში ჩაატარებენ, ორ დღეში, 3 იანვარს კი "ეტიჰედ სთედიუმზე" "ლივერპულს" უმასპინძლებენ. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", ის ჯერ 31 დეკემბერს "ბლექბერნს" უმასპინძლებს, შემდეგ კი 4 იანვარს ნიუკასლს მიემგზავრება.

მეტიც, "ლივერპული", რომელიც, როგორც მოგახსენეთ, "მანჩესტერ სიტის" 3 იანვარს ხვდება თამაშსა და თამაშს შორის ოთხ დღეს ისვენებს. მერსისაიდელები "ნიუკასლს" 30 დეკემბერს ხვდებიან, მერე კი ისტლენდელებთან შეხვედრამდე საქმე აღარ აქვთ - დასვენებულები იქნებიან.

მანჩინიმ დასძინა: "ვფიქრობ, "იუნაიტედი" შემდეგ თამაშს მოიგებს და ეს ძალიან გაგვირთულებს საქმეს, რადგან 48 საათში ორი მატჩი მოგვიწევს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაინც შეგვიძლია წარმატებით გამოსვლა. მთავარია, რომ ამ გადატვირთულ პერიოდს გავუძლოთ და საჩემპიონო დოღს არ ჩამოვრჩეთ".

უშუალოდ "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრის შესახებ კი მანჩინიმ ასე თქვა: "ჩვენ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, რამაც ძალიან დაგვწყვიტა გული, რადგან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით.

თამაშის წინ რომ გვცოდნოდა თუ რა აუცილებელი ყოფილა გოლის დასაწყისშივე გატანა, გარწმუნებთ, გავიტანდით. რასაკვირველია, კარგად ვიცით, რომ ოცდათვრამეტივე ტურის განმავლობაში ცხრილის სათავეში დარჩენა უძნელესი საქმეა, მაგრამ ჩვენსას აუცილებლად ვცდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა