საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა "მონპელიეს" მეორეხაზელი ტიბო პრივა და "ტულუზის" შერკინების კვაჭი ვილიამ სერვა დაიბარა
საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა "მონპელიეს" მეორეხაზელი ტიბო პრივა და "ტულუზის" შერკინების კვაჭი ვილიამ სერვა 11 იანვარს ამ კომიტეტის ტრიბუნალზე დაიბარა.

რამდენიმე დღის წინ ფრანგულ მედიაში "ტულუზის" თავკაცმა გი ნოვემ აურზაური ატეხა მონპელიელის საქციელის გამო. "ტულუზისა" და მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიესთან" მატჩში, პრივამ მეტოქის მორკინალ იანიკ ბრუს განზრახ ბინძურად ეთამაშა და სამხრეთაფრიკელს ტრავმა მიაყენა.

მატჩის არბიტრმა პრივას მოედანი ათი წუთით დაატოვებინა, თუმცა გი ნოვემ ეს საკამრისად არ მიიჩნია და მისი დსიკვალიფიკაციით დასჯა მოითხოვა.

"ტიბო პრივამ ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა. მან განზრახ ბინძურად ითამაშა. შედეგად იანიკ ბრუმ სერიოზული ტრავმა მიიღო. ვფიქრობ, ის გაციელებით მეტ სასჯელს იმსახურბს, ვიდრე მოედნის ათი წუთით დატოვებაა." - თქვა გი ნოვემ.

მას მატჩის კომისარიც დაეთანხმა, რის საფუძველზეც სადისციპლინო კომიტეტმა პრივა თავისთან იხმო საქმის ვითარების გასარკვევად.

პრივასთან ერთად განიხილავენ "ტულუზის" შერკინების კვაჭის ვილიამ სერვას საქმესაც. ტულუზელმა იმავე შეხვედრაში, ზემოთ აღნიშნული ფაქტიდან 20 წუთის შემდეგ პრივას დაარტყა, რისთვისაც არბიტრმა ასევე სინბინში გაუშვა. გამორიცხული არ არის, ორივე მორაგბე მკაცრად დაისაჯოს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული გარი ბოთას ნაცვლად "ტულუზმა" ქართველი აქვსენტი გიორგაძე მიიწვია, სერვას დანაკლისი ამ გუნდისთვის საგრძნობლად დიდი იქნება. აღსანიშნავია, რომ "ტულუზში" ჩვენებურთან ერთად სულ სამი შერკინების კვაჭია, აქედან ერთი როგორც უკვე ვთქვით, დაშავებულია, მეორეს დისკვალიფიკაცია ემუქრება. ასე რომ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი აქვსენტი გიორგაძის იმედადღა დარჩება.

არანაკლებ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება "მონპელიეც", რომელსაც ტრავმირებული მოთამაშეების რიცხვი მატჩიდან მატჩამდე ეზრდებათ.

არადა, ჩვენებურთა გუნდს 31 დეკემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის შინ უშუალო კონკურენტ "მეტრო რასინგთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა