ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელისთვის "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირადი რეკორდი
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" გამარჯვება (1:0) უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების შესაძლო რეკორდი.

შეგახსენებთ, რომ შაბათს გამართულ მატჩში ჰოლანდიელ ფეხბურთელს სამი გოლის გატანა მართებდა, რათა კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლებით ლეგენდარული ალან შირერის მაჩვენებელი გაეუმჯობესებინა. შირერმა 36 გოლის გატანა 1995 წელს შეძლო.

"ქუინზ პარკ რეინჯერსთან" შეხვედრაში ვან პერსის გატანილი გოლი "არსენალისთვის" გამარჯვებისა აღმოჩნდა. მართალია, ჰოლანდიელმა შირერის შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლო, თუმცა აღნიშნა, რომ ამის გამო სულაც არ ნაღვლობს.

"ჩემთვის მთავარი გუნდის გამარჯვება იყო. რადგან "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ჩელსიმ" და "ტოტენჰემმა" ქულები დაკარგეს, ჩვენი წარმატება ორმაგად ფასობს.

როგორც ფეხბურთელმა, ყოველთვის მინდა მაქსიმუმს მივაღწიო - მათ შორის პირადი რეკორდების მხრივაც. მაგრამ "ვულვერჰემპტონთან" ფრეს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თამაშში გამარჯვების მოპოვება იყო", - განაცხადა ვან პერსიმ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი 17 გატანილი გოლით პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა