65 წლის სპეციალისტი ამ აღიარების ღირსად მას შემდეგ სცნეს, რაც წლეულს ახალი ზელანდიის ნაკრებს მსოფლიოს თასი მოაგებინა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გრემ ჰენრის რაინდის წოდება მიანიჭეს.

65 წლის სპეციალისტი ამ აღიარების ღირსად მას შემდეგ სცნეს, რაც წლეულს ახალი ზელანდიის ნაკრებს მსოფლიოს თასი მოაგებინა.

გრემ ჰენრის მანამადე "ოქლენდის", უელსის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" მწვრთნელად უმუშავია. მის კარიერაში 140 სანაკრებო მატჩია.

ჰენრი "ოლ ბლექსის" მწვრთნელად 2003 წელს დაინიშნა. 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე განცდილი ფიასკოს მიუხედავად, მას მაინც ენდნენ და ჰენრიმაც გაამართლა. 24 წლის შემდეგ "ოლ ბლექსი" ისევ დაეუფლა "ვებ ელისის" თასს. ის პროფესიით პედაგოგია და სკოლის მასწავლებლად საკმაოდ დიდხანს მუშაობდა. რაინდის წოდების შესაძლო მინიჭების თაობაზე მას რამდენიმე კვირის წინ აცნობეს. ოჯახის წევრებთან მოთათბირების შემდეგ, მან ეს შეთავაზება მიიღო.

"გულახდილად გეტყვით, რომ გაოგნებული ვარ. ეს ყველაფერი რატომღაც გაიძულებს თავი არაკომფორტულად იგრძნო. ალბათ იმიტომ, რომ რაგბი გუნდური თამაშია, აქ წარმატება ერთი ადამიანის ძალსიხმევით არ მიიღწევა.

ახალი ზელანდიის ნაკრების გამარჯვებაში წვლილი ბევრს მიუძღვის, ესენია: ნაკრების მწვრთნელები სტივ ჰანსენი, უეინ სმიტი. კაპიტანი რიჩი მაქოა, ასვე ჩემი მეუღლე, ჩემი ოჯახი და, რაც მთავარია, დედა." - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა სერ გრემ ჰენრიმ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის კაპიტანმა რიჩი მაქოამ ახლახან უარი თქვა რაინდის წოდების მინიჭებაზე.

"ის ახალგაზრდა კაცია და შეუძლია კიდევ რამდენიმე წელიწადი ითამაშოს. როგორც ჩანს, ის უხერხულად გრძნობს თავს, არ უნდა ჯერ კიდევ მოთამაშეს რაინდის წოდება ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ მისი დროც დადგება" - იმედოვნებს ჰენრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა