"ქუინზ პარკმა" გაასაჩივრა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ჯოი ბარტონისთვის სამ-თამაშიანი დისკვალიფიკაციის მისჯის შესახებ
"ქუინზ პარკმა" გაასაჩივრა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ჯოი ბარტონისთვის სამთამაშიანი დისკვალიფიკაციის მისჯის შესახებ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - სანქცია ძალაში დარჩა.

საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში შემდეგი რამ წერია: "დღეს დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ უარყო "ქუინზ პარკ რეინჯერსის" აპელაცია ნახევარმცველ ჯოი ბარტონის არასამართლიანი გაძევების შესახებ. ბარტონი სამ თამაშს გამოტოვებს.

გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს დაუყოვნებლივ". შეგახსენებთ, რომ "ნორვიჩთან" მატჩში (1:2) 29 წლის სკანდალისტმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, 36-ე წუთზე კი ბრედლი ჯონსონის მიერ ჯოისთან ჩხუბის ინსცენირების შემდეგ არბიტრმა ნილ სუორბრიკმა ის მინდვრიდან მიაბრძანა.

ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელი შაბათს (7 იანვარი) ინგლისის თასზე "მილტონის" წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს. არ იქნება ის არც "ნიუკასლთან" (XXI ტური. 15 იანვარი) და არც "უიგანთან" (XXII ტური. 21 იანვარი) შეხვედრებში. ჯოი ასოციაციის გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა: "თავს დაცარიელებულად ვგრძნობ.

გულს ის ფაქტი მიკლავს, რომ ჯერ თასის თამაში უნდა გამოვტოვო, შემდეგ კი ჩემი ყოფილი კლუბის წინააღმდეგაც ვერ ვიქნები მოედანზე. არა უშავს. სიცოცხლე გრძელდება. ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ "ექსპერტებისთვის" შეხედვა. გამიკვირდება, თუ ოდესმე მათ სახელებს დავადგენ.

სანამ თამაშის უფლება არ მექნება, იქამდე სამსახიობო ოსტატობის კურსს გავივლი. აშკარაა, მსახიობები იმარჯვებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა