"მანჩესტერ სიტი" მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბი უახლოეს დღეებში დაუსვამს წერტილს ორი ფეხბურთელის ტრანსფერს
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის თქმით, კლუბი უახლოეს დღეებში დაუსვამს წერტილს ორი ფეხბურთელის ტრანსფერს. ლაპარაკია უეინ ბრიჯისა და კარლოს ტევესის გასხვისებაზე.

ამას გარდა, "ქალაქელები" 2-3 მოთამაშეს კიდევ გაუშვებენ. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ედუმ ონუოჰა უნდა იყოს. კლუბში არც იმას გამორიცხავენ, ვინმე დაიმატონ კიდეც.

"კარლოსის შეძენა 3-4 იტალიურ კლუბს სურს, ასევე ერთ ფრანგულს, იმედია, ისიც და უეინიც მალე შეძლებენ ფეხბურთის თამაშს.

არასოდეს მიფიქრია, რომ ტევესთან კონფლიქტში გავიმარჯვე. მისთვის ბევრი რამ გავაკეთე 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლოს მაინც იმ კონდიციამდე მივედით, რაც ყველამ იცის. მე მას მხოლოდ ბოდიშის მოხდა მოვთხოვე, რადგან კლუბის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებ. სამწუხაროა, რაც მოხდა" - განუცხადა მანჩინიმ "გარდიანს".

"ქალაქელთა" თავკაცმა კომენტარი მარიო ბალოტელიზეც გააკეთა: "ბალოტელი კეთილი, მაგრამ მეტისმეტად უცნაური კაცია. მისი ხანდახან იოლად მესმის, ხან კი მეჩვენება, რომ მასთან სასაუბროდ სპეციალური თარჯიმანი მჭირდება. მას არ უნდა დაიჯეროს, რომ ძალიან გაუმართლა, როცა უმაღლეს დონეზე 16 წლისამ დაიწყო თამაში. სეზონის დასაწყისში ის სათანადოდ არ ვარჯიშობდა, უდისციპლინოდ იქცეოდა და ამის გამო მთელი თვე სკამზე იჯდა. იმედია, გაიზრდება როგორც პიროვნება და საქმეს სხვანაირად მიუდგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა