პლანეტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროთა სარაგბო ქვეყნების კლუბების დაპირისპირება შორეული მომავლის პერსპექტივა აღარ არის
პლანეტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროთა სარაგბო ქვეყნების კლუბების დაპირისპირება შორეული მომავლის პერსპექტივა აღარ არის.

ქომაგებს დიდი ხანია აინტერესებთ, ვინაა მსოფლიოს რაგბის ბატონ-პატრონი.

თავად განსაჯეთ, რა საინტერსო იქნება მატჩები ასეთი წყვილების მონაწილეობით: ტულუზი-კრუსეიდერზი, ბლუ ბულზი-ლესტერი, ლენსტერი-რედსი და ასე შემდეგ. ცხადია, ეს მატჩები ქომაგთა შორის დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. ყველას აინტერესებს ვინ უფრო მაგარია ზე რაგბის გათამაშების თუ "ჰაინეკენის თასის" გათამაშების გამარჯვებული?

ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მსოფლიოს საუკეთესო კლუბების დაპირისპირების ორგანიზებაში ორივე ნახევარსფეროში არსებული ტურნირების სტრუქტურაა. ამ იდეის განხორციელების ორგანიზატორი მარკ მაკფერტის მიაჩნია, რომ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ეროვნული ჩემპიონატები, ცხადია, კარგია. რეგიონალური, ანუ კონტინენტური შეჯიბრებებიც შესანიშნავია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი კლუბებს შორის სულ სხვა იქნება.

განა საინტერესო არ არის ვინ არის მსოფლიოში სარაგბო მოდის კანონმდებელი, "კრუსიდერზი", "ბლუ ბულზი", "ტულუზი", "ლენსტერი" თუ "სარასენზი"?

ადრე თუ გვიან, ამის გარკვევა მოგვიწევს, ვინაიდან მოთხოვნა პასუხზე ძალიან დიდია. საკლუბო რაგბი თავისი დამახიასიათებელი თავისებურებებით არაფრით ჩამოუვარდება სანაკრებოს.

ყველაზე დიდი პრობლემა არსებული საკლუბო შეჯიბრებების სტრუქტურებს შორის განსხვავებაა. ეს გუნდებსაც უქმნის პრობელემებს და მედიასაც. კერძოდ კი, რთულდება ტელეტრანსლაცია. ერთი სიტყვით, ამ საკითხის გადასაჭრელად სერიოზული გარჯა გვმართებს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2015 წლამდე ვერ გაიმართება. ამ ტურნირის ჩატარება მხოლოდ მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გახდება შესაძლებელი. მანამდე კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს მოხერხდეს." - თქვა მარკ მაკფერტიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა