"ჩელსის" განელმა ნახევარმცველმა მიკაელ ესიენმა 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება მოახერხა
"ჩელსის" განელმა ნახევარმცველმა მიკაელ ესიენმა 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება მოახერხა.

29 წლის ფეხბურთელს ივლისში მენისკის გართულებული ფორმა დაუდგინეს და სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს. ამის შემდეგ მიკაელი 5 თვე მკურნალობდა. ის მხოლოდ დეკემბერში შეუდგა ვარჯიშს. და აი, მან "ჩელსის" დუბლებში "ვესტ ბრომვიჩის" რეზერვისტებთან 75 წუთი ითამაშა.

"ჩელსის" სამწვრთნელო შტაბი არ ცდილობს მოვლენათა ფორსირებას. ხელმძღვანელობა ფეხბურთელს დროს კონდიციების აღსადგენად თვის ბოლომდე აძლევს. ესიენის მდგომარეობით დაინტერესდნენ განის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ "ჩელსის" ექიმებმა მათ თავაზიანად აუხნეს, რომ მიკაელი სუსტი ფიზიკური კონდიციების გამო აფრიკის თასზე თამაშს ვერ შეძლებდა. შეგახსენებთ, რომ "შავი კონტინენტის" პირველობა 21 იანვარს დაიწყება.

"ჩელსის" თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ლურჯებმა" შესაძლოა ცენტრალური მცველის გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინონ. ალბათ იცით, რომ ლონდონელები "ბოლტონს" პრაქტიკულად უკვე შეუთანხმდნენ გარი კეჰილის ტრანსფერზე. ინგლისის ნაკრების 26 წლის მოთამაშე 7 მილიონი ფუნტი ღირს. მცირე დეტალებია შესათანხმებელი პირადად კეჰილის კონტრაქტთან დაკავშირებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის გადაბირებას ბოლო დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედიც" შეეცადა, დედაქალაქელები ამ საქმეში მაინც ფავორიტებად მიიჩნევიან. "კეჰილის გარდა შეიძლება ჩვენ კიდევ ერთი ფეხბურთელი შევიძინოთ, თუმცა დარწმუნებულები არ ვართ ამ საქმესაც მოვკიდებთ თუ არა ხელს. ყველაფერი არც ისე იოლია. მოგეხსენებათ, სეზონის მიმდინარეობისას წამყვან ფეხბურთელებთან გამოთხოვებას ყველა ერიდება, რაც ტრანსფერებს მეტისმეტად აძნელებს," – უთხრა პორტუგალიელმა "დეილი მირორს".

"დეილი მეილის" ცნობით, "ლურჯებმა" "გენკს" 8 მილიონი ფუნტი შესთავაზეს 20 წლის შემტევ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინში. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. კევინი "ჩელსის" ფეხბურთელი ზაფხულზე გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა