ნიკ ბარმბიზე, როგორც დიდი პოტენციალის ფეხბურთელზე ინგლისური პრესა თავის დროზე ბევრს წერდა
ნიკ ბარმბიზე, როგორც დიდი პოტენციალის ფეხბურთელზე ინგლისური პრესა თავის დროზე ბევრს წერდა. მას "ტოტენჰემში", "ლივერპულში", "ლიდსსა" და "ჰალ სიტიში" უთამაშია. ნაკრებში კი პირველად გლენ ჰოდლმა მიიწვია. ნიკმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

პერსპექტივა პერსპექტივად და ბარმბიმ იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა.

მოგეხსენებათ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ ის "ჰალის" მოთამაშე-მწვრთნელი იყო. 37 წლის სპეციალისტმა გადაწყვიტა, აქტიური კარიერა დაესრულებინა და მთლიანად სამწვრთნელო საქმიანობაზე გადართულიყო, რის შემდეგაც დირექტორატმა მას სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა. ბარმბი ამიერიდან მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად გუნდის ნამდვილი მთავარი მწვრთნელის სტატუსით ისარგებლებს.

სწორედ ნიკ ბარმბის გადაწყვეტილებით, კლუბმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი "ლესტერს" კამერონ სტიუარტის მიყიდვაზე. თავდაპირველად "მელიები" ("ლესტერის" მეტსახელია) 20 წლის ნახევარმცველში 1 მილიონ ფუნტს იხდიდნენ. შემდეგ წინადადება 1,5 მილიონამდე გაზარდეს, მაგრამ ისევ მშრალზე დარჩნენ.

გიგზისთვის ჯერ ადრეა

უელსის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად რაიან გიგზის დანიშვნას აპირებდა. მათი გეგმით, 38 წლის ვეტერანს საკლუბო და სამწვრთნელო კარიერა ერთმანეთისთვის უნდა შეეთავსებინა, რაზეც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა კატეგორიული უარი თქვა.

"ფერგიუსონმა გულწრფელად გვიპასუხა, რომ არ აპირებს გიგზისთვის ამ უფლების მიცემას. პირიქით, მასთან დაკავშირებით დიდი გეგმებიც აქვს. რაიანს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდება, კლუბმა კი მისი 1 წლით გახანგრძლივება უკვე შესთავაზა. ერთი სიტყვით ამ საქმისგან არაფერი გამოვა. ბუნებრივია, ამან გული დაგვწყვიტა, მაგრამ რას ვიზამთ?" - განაცხადა უელსის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა.

უკეთესი პირობები სილვას

"სანის" ცნობით, მას მერე, რაც 25 წლის დავიდ სილვათი "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესდნენ, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა შეშფოთდა და მისთვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. ამჟამად დავიდი კვირაში 150 ათას ფუნტ იღებს, ახალი ხელშეკრულებით კი მისი ანაზღაურება 50 ათასით გაიზრდება. სწორედ ამდენს უხდის კლუბი იაია ტურესა და სერხიო აგუეროს. ამას გარდა ხელშეკრულებების გახანგრძლივება იგეგმება ვენსან კომპანისა და ნაიჯელ დე იონგთანაც.

"სიტის" 21 წლის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი "ფუტბოლ იტალიასთან" ინტერვიუში უარყოფს ხმებს, თითქოს ის იტალიურ კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. პრესას რამდენიც უნდა იმდენი წეროს ჩემი სახელით, თითქოს აქედან სადმე გავრბოდე, მე ხომ ვიცი, რომ მსგავსი რამ არავისთვის მითქვამსო, ამბობს სკანდალებით სახელგანთქმული თავდამსხმელი.

ჰიუზი: უნდა მოვიფიქრო

უელსელმა სპეციალისტმა, მარკ ჰიუზმა დაადასტურა, რომ "ქუინზ პარკისგან" კონკრეტული შეთავაზება უკვე მიიღო და პასუხის გასაცემად დრო ითხოვა. არადა კლუბის მენეჯმენტი ირწმუნებოდა, ახალ თავკაცს უახლოეს 48 საათში დავნიშნავთო. "განსახილველი და შესათანხმებელი ჯერ ბევრი რამ გვაქვს.

მოლაპარაკებათა პირველი ეტაპით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ. მე ჯერ იმაში უნდა გავერკვე, რამხელა ამბიციები აქვს ხელმძღვანელობას," - აცხადებს უელსელი სპეციალისტი. "სქაი სპორტსის" ცნობით კი, ის კლუბისგან შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს. ჰიუზს საშუალო გაქანების ლონდონურ კლუბში ერთდროულად სურს დარენ ბენტისა და დიდიე დროგბას ხილვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა