ორი დღეა, ზუგდიდის "ბაიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ზუგდიდშია და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციას ადგილზე გაეცნო
ორი დღეა, ზუგდიდის "ბაიას" ახალი თავკაცი გოჩა ტყებუჩავა ზუგდიდშია და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ტყებუჩავას საკმაო გამოცდილება აქვს, იყო თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მცირე ხნით უმუშავია "ვიტ ჯორჯიასა" და თბილისის "ლოკომოტივში".

საერთოდ, ფეხბურთში ცოტა როდი უნახავს. უთამაშია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში - თბილისის "დინამოში", ლანჩხუთის "გურიასა" და მოსკოვის "დინამოში". ფეხბურთელის კარიერის ბოლო წლები ისრაელის სხვადასხვა გუნდში გაატარა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ზუგდიდში ჩასულ ტყებუჩავას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- რა ვითარება დაგხვდათ "ბაიაში"?

- გუნდის ჩონჩხი უკვე არსებობს, თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა. ჩვენი სურვილია, "ბაიას" მეორე გუნდიდან დავაწინაუროთ პერსპექტიული ფეხბურთელები. უკვე შევიმუშავეთ სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადების გეგმა. სავარაუდოდ, "ბაიას" ბაზაზე გვექნება ათდღიანი შეკრება.

- ამჟამად რომელი ფეხბურთელის საკითხია გასარკვევი?

- ჯერ არ გადაწყვეტილა, წავა თუ დარჩება მეკარე გიორგი სომხიშვილი.

- რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში დაბრუნდით. რას საქმიანობდით ესპანეთში?

- იქ დაახლოებით ორი წელი დავყავი, ალიკანტესთან ახლოს, ბენიდორმში ბავშთა მწვრთნელად ვმუშაობდი, რამაც გამოცდილება გამიმდიდრა. იქ ბევრი სიახლე შევითვისე, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხედვა მაქვს რამდენიმე საკითხზე და ვნახოთ, როგორ გადავიტანთ ამას მოედანზე.

- პირველი სამწვრთნელო გამოცდილება თბილისის "დინამოში" შეიძინეთ - უშეღავათო ბრძოლა, განსაკუთრებული აგრესია და ჟინი - ასე დაგვამახსოვრეთ თავი "დინამოს" მწვრთნელობისას. "ბაიაში" განსხვავებული კონცეფციით მიხვედით?

- ბრძოლა "ბაიაშიც" განსაკუთრებული პირობა იქნება, გუნდის ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტების მხრივ კი რაღაც-რაღაცები შეიცვლება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელის დავალების შესრულებასაც.

- თავდაპირველად რა სამუშაოებს გეგმავთ?

- პირველი ეტაპი გაცნობითი ხასიათისა იქნება. გუნდი "ბაიას" ბაზაზე ივარჯიშებს და ითამაშებს.

- ამის შემდეგ რაზე გააკეთებთ აქცენტს?

- ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბებაზე, ვფიქრობ, ზუგდიდელებს ეხერხებათ ასეთი თამაში.

- საქართველოდან ორი წლით იყავით წასული. რა ცვლილებებს ატყობთ ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს უწინდელთან შედარებით?

- მიმაჩნია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, ზოგიერთი გუნდის მნიშვნელოვანი წინსვლა აშკარაა - "ზესტაფონი", "დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი"...

ყველაფერი სწორ მენეჯმენტსა და ფინანსებზეა დამოკიდებული, ვისაც ეს სხვაზე უკეთესი აქვს, მოედანზე ჩანს, ასეთი გუნდები სხვებზე უფრო სწრაფ და სწორ ფეხბურთს თამაშობენ. არაერთ სტადიონზე დაიგო კარგი საფარი და გუნდებიც უკვე ერთი შეხებით ცდილობენ თამაშს - ესეც დადებითი ტენდენციაა. ძალიან გვინდა, რომ "ბაიაც" ასეთი გუნდი იყოს.

- ერთსაც გკითხავთ - ყველაზე სასარგებლო სამწვრთნელო გამოცდილება სად მიიღეთ?

- თბილისის "დინამოში" და ახალგაზრდულ ნაკრებში - ეს ძალიან ძვირფასი და ამავე დროს რთული პერიოდი გამოდგა ჩემთვის, ამ გუნდებში მუშაობისას დადებითი უფრო მეტი იყო.

- "ვიტ ჯორჯიაში" რა მოხდა, იქიდან მალევე რატომ წამოხვედით?

- იქაც მთელი სულითა და გულით ვმუშაობდი, უბრალოდ, მწვრთნელის კარიერაში ხდება ხოლმე, რომ რაღაც კარგად ვერ აეწყობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა