ინგლისი ეს არის ქვეყანა, სადაც ფსონის მიღება შეიძლება ყველაზე და ყველაფერზე, რისი წარმოდგენაც საერთოდ შეიძლება
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მიღებული წითელი ბარათის გამო 4 თამაშს გამოტოვებს.

პირდაპირ გაძევების წყალობით ის 3 თამაშს დააკლდება, ერთს კი იმ მიზეზით, რომ 25 წლის ბელგიელისთვის ეს მეორე წითელი აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში.

"სიტიმ" სცადა კრის ფოის გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა ყველაფერი ძალაში დატოვა. კომპანი 11 (ესე იგი გუშინდელ) და 25 იანვრის დაპირისპირებებს გამოტოვებს ინგლისის ლიგის თასზე, ასევე 17 და 22 - იანვარს პრემიერლიგის შეხვედრებს.

"იუნაიტედთან" შეხვედრაში დავიდ სილვას კოჭი გაუსივდა. რამდენი ხანი მოუწევს ესპანელს უქმობა ჯერ უცნობია. მიმდინარე სეზონში მას ერთხელ ეს პრობლემა უკვე აწუხებდა, მაგრამ მაშინ დავიდი იოლად გადარჩა.

ინგლისური და იტალიური ყვითელი პრესა ბოლო პერიოდში ხშირად წერს, რომ "ქალაქელთა" 21 წლის ბუნტისთავი მარიო ბალოტელი შეიძლება სათამაშოდ სამშობლოს დაუბრუნდეს, რადგან ინგლისში თავს კომფორტულად ვერ გრძნობსო. თავად ფეხბურთელი ამ ხმებს არ ადასტურებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ინგლისში მეგობრების პოვნა უჭირს.

"ეტყობა აუცილებელია ყველას ავუხსნა, რომ გარდა იმისა, რომ მდიდარი ვარ, ჯერაც ძალიან ახალგაზრდაც ვარ. ორი წელია ოჯახისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ამას უკვე მივეჩვიე. მივეჩვიე იმასაც, რომ მანჩესტერში ნამდვილი მეგობრები პრაქტიკულად არ მყავს. აქ არც ის მსიამოვნებს, რომ პრესაში ჩემზე ათასგვარ სისულელეს წერენ.

მაგალითად, "ფიატი უნო" რომ შევიძინო, აუცილებლად დაწერენ, რომ ჩემი სოციალური სტატუსის ადამიანს "ფერარით" სიარული მართებს, "ფერარის" თუ ვიყიდი, მეტყვიან, რომ ჩემი ასაკიდან გამომდინარე ჯერ "ფიატი უნოთი" უნდა ვიარო. თუკი ვიღიმები, არასერიოზული ვარ, თუკი არ მეღიმება - ცხოვრებაზე გაბოროტებული ან საკუთარი სიმდიდრის გამო გაბღინძული გამოვდივარ," - განუცხადა ფეხბურთელმა "მირორს".

ბალოტელის მომავალზე დაუღალავად უწევს ზრუნვა მის სახელგანთქმულ აგენტ მინი რაიოლას. ის თავის კლიენტს "სიტისთან" ურთიერთობის გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს.

"მარიოს სპორტული თვალსაზრისით მანჩესტერში ყველაფერი კარგად მისდის. იმედი მაქვს, მოქმედ ხელშეკრულებას მალე გავახანგრძლივებთ. ჩემი აზრით, ის იტალიაში სათამაშოდ აღარ უნდა დაბრუნდეს, რადგან აშკარაა, რომ სერია A-სთვის გადაიზარდა. ამ ჩემპიონატისთვის ის ყველა გაგებით ძალიან დიდი ფეხბურთელია. ვის არ უნდა მისი დონის ფეხბურთელის შეძენა, მაგრამ მეეჭვება, "მილანმა" ან "ინტერმა" ეს მოახერხონ.

ალბათ იცით, რომ ისინი ტევესის შესაძენად 30 მილიონს ვერ შოულობენ და ბალოტელისთვის 70 მილიონს საიდან მოიტანენ? დარწმუნებული ვარ, რომ მარიო "სიტის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და კლუბი მას არსადაც არ გაუშვებს," - განუცხადა რაიოლამ "ლა ნაციონეს".

მარიო ბალოტელის სახელსა და გვარს ყველა ინგლისურ გაზეთში შეხვდებით. მასზე წერს ყველა, ვისაც არ ეზარება. ინგლისელები ხუმრობენ კიდეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ორი წელი არც არის, რაც ჩვენთან ცხოვრობს, ჩვენებური ეპოსის გმირი მალე გახდებაო. ასეთ უცნაურ პოპულარობას ფეხბურთელი ყველაზე მეტად თავად უწყობს ხელს.

ინგლისი ეს არის ქვეყანა, სადაც ფსონის მიღება შეიძლება ყველაზე და ყველაფერზე, რისი წარმოდგენაც საერთოდ შეიძლება. ჰოდა წარმოიდგინეთ, აბა ინგლისელი ბუკმეკერები ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ?! პირველი იანვრიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფულის დადება იმაზე, დაიჭერს თუ არა პოლიცია მარიო ბალოტელის ნებისმიერი საფუძვლით 2012 წლის განმავლობაში. ფსონი 1/5-თან მიიღება.

იტალიელს პრობლემები სამართალდამცავებთან მუდმივად ჰქონდა, თუმცა დასაჭერად საქმე ჯერ ნამდვილად არ გაუხდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rati001
მაგარი დარტყმულია:) თან ევასება ესეთი იმიჯი რო აქვს რავი სხვისი არ ვიცი და 70 ლიმონი ნაღდად არ ღირს რა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა