ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბაჩი ბოლქვაძე - ოზურგეთელი რიონის პირას

ბაჩი ბოლქვაძე - ოზურგეთელი რიონის პირას

"ეს ჩემთვის ბოლო შანსია დიდ ფეხბურთში მოსახვედრად, ქუთაისის "ტორპედოში" ყველა პირობაა წინსვლისთვის"
საქართველოს ბალახშემხმარ, ოღრო-ჩოღრო მოედნებზეც კი ისე თამაშობენ ფეხბურთს, რომ ხალხი სტადიონზე მიდის და "თავის" ფეხბურთელებს შეიგულებს ხოლმე. ყველა ვერ მოხვდება მოწინავე გუნდში, ქომაგი კი იმათაც ჰყავთ, დიდ მიზნებს რომ ვერ ეჭიდებიან, მაგრამ თითო-ოროლა საინტერესო ფეხბურთელი "მოეძევებათ".

ვალერი (ბაჩი) ბოლქვაძე ახლახან მივიდა ქუთაისის "ტორპედოში", მანამდე ბოლნისის "სიონში" და ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა, არადა, ყველაფერი "დინამო თბილისიდან" დაიწყო.

პლეიმეიკერებით ახლა ცოტა გუნდი თუ თამაშობს, ის ათი ნომრები, ვარსკვლავური ფეხბურთის დროიდან რომ გვახსოვს, თითქმის აღარ არიან. ბოლქვაძე კი სწორედ ასეთია. ის არ არის შავი სამუშაოს შემსრულებელი, მას სულ სხვანაირი საფეხბურთი ინტელექტი აქვს.

საერთოდაც, ბაჩი საინტერესო ადამიანი ჩანს. არ წაუკითხავს პო და შელი, მაგრამ პოეზია უყვარს და გულწრფელ ლექსებსაც წერს.

ბოლქვაძე ოზურგეთელია, იქაურ კლუბ "ბასაში" დაიწყო საფეხბურთო გზა. 14 წლის იყო, თბილისში რომ ჩამოვიდა, "დინამოს" აკადემიამ კემპი მოაწყო და ბაჩიც დაიტოვეს.

რამდენადაც დიდი ასპარეზია"დინამო", იმდენად ძნელია იქ ფეხის მოკიდება. ბოლქვაძე ნაბი-ნაბიჯ მიიწევდა წინ და, როცა დუბლშემადგენლობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდა, მერე შეეშალა ხელი.

"კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტმა კარიერაში წინ ვეღარ წამწია. პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში პირველად მაშინ მოვხვდი, როცა "დინამოს" კახა ცხადაძე თავკაცობდა, მერე სხვა მწვრთნელები მოვიდნენ და რამდენჯერმე ვითამაშე კიდეც პირველ გუნდში. აღარ მინდა იმ კონფლიქტზე ლაპარაკი. ერთი კია, ვისაც ძალაუფლება აქვს, ყველაფერს ის წყვეტს", - ამბობს ბოლქვაძე.

ბაჩი უკვე ტორპედოელია და ძალიან საინტერესოა, შეაყვარებს თუ არა თავს ქუთაისელ ქომაგს, რიონისპირელებს ხომ განსაკუთრებით, თავისებურად უყვართ ფეხბურთი, იქ კარგად იციან ნიჭიერი ფეხბურთელის ფასი.

საინტერესოა ისიც, როგორ ჩაჯდება ბოლქვაძე გუნდის მწვრთნელის კონცეფციაში. გია გეგუჩაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზონების დროულად და სწორად შევსებას, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მის გაწვრთნილ "ზესტაფონში" და, ესეც რომ არა, ზონების შევსება თანამედროვე ფეხბურთში საკვანძო ელემენტია.

"ყოფილა გამონაკლისები, საყრდენ ნახევარმცველად ან მარჯვენა შემტევად რომ მითამაშია, მაგრამ ძალიან მომწონს გამთამაშებლობა და უმეტესად ამ პოზიციაზე ვთამაშობ".

"ტორპედოში" მისვლა მისთვის გადამწყვეტი ეტაპია. ის 23 წლისაა და ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს.

"ეს ჩემთვის ბოლო შანსია დიდ ფეხბურთში მოსახვედრად, "ტორპედო" საამისო ტრამპლინია, ამ კლუბში ყველა პირობაა წინსვლისთვის", - იმედიანადაა ქუთაისელთა ახალწვეული.

მან კარგად იცის, ბურთი როგორ შეინარჩუნოს, როგორ გადააწოდოს თანაგუნდელს, როდის გააკეთოს პასი წინ და იყოს გამორჩეული მოედანზე.

"სწორი პასი წინ - ამის გაკეთება განსაკუთრებულად მიყვარს, სულ ბურთს ვითხოვ, სულ იმას ვცდილობ, თამაშში ვიყო ჩართული".

ბოლქვაძეს ბევრი უნახავს, მისი კონფლიქტი "დინამოს" ადრინდელ ხელმძღვანელობასთან თუ ძველი ამბავია, ბაჩის გასახსენებელი ახალიც აქვს.

"საქართველოს უმღლესი ლიგის გუნდს თამაშის წინ იპოდრომზე "ფიშკებით" უვარჯიშია. ძნელია, როცა ასე ემზადები მატჩისთვის".

ბოლქვაძე ჯერაც მზარდი ფეხბურთელია, იპოდრომი და "ფიშკები" უკან მოტოვებული საქმეა, ახლა სხვა გამოწვევის ჯერია - ბაჩის საკუთარი თავი აქვს შესაქმნელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა