“ჩელსის”, “პორტსმუთისა” და “ვესტ ჰემის” ყოფილი დამრიგებელი ავრამ გრანტი ბელგრადის “პარტიზანის” მთავარ მწვრთნელადინტერნეტკაზინო ლარივინი დაინიშნა
“ჩელსის”, “პორტსმუთისა” და “ვესტ ჰემის” ყოფილი დამრიგებელი ავრამ გრანტი ბელგრადის “პარტიზანის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ამ სამუშაოზე ებრაელი სპეციალისტი წელიწადში 900 ათას ევროს მიიღებს და თუკი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანს, დამატებით 400 ევროს დაიმსახურებს. ამჟამად “პარტიზანი” სერბეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს “ცრვენა ზვეზდასა” და “ვოივოდინას” 10 და 12 ქულით უსწრებს. წინა დამრიგებელი ალექსანდარ სტანოევიჩი გუნდიდან პრეზიდენტ დრაგან ჯურიჩთან კონფლიქტის გამო დეკემბრის პირველ რიცხვებში გაიქცა.

ავრამ გრანტი ბოლოს “ვესტ ჰემს” წვრთნიდა, თუმცა გაჭირვებული გუნდის პრემიერლიგაში დატოვება ვერ მოახერეხა და სეზონის დასრულების შემდეგ დაშორდა.

გიბსონი ევერტონში წავიდა

ირლანდიელი დარონ გიბსონი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ევერტონში” გადავიდა. გარიგება ლივერპულურ კლუბს ამ ეტაპზე 500 ათასი ფუნტი დაუჯდა, თუმცა სამომავლოდ ბონუსების სახით ხარჯი 2 მილიონამდე ავა.

24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი “ეშმაკებიდან” ზაფხულზეც გარბოდა. “სანდერლენდი” მასში 4,5 მილიონ ფუნტს იხდიდა, მაგრამ ფეხბურთელმა “კატებთან” პირობებზე ვერ მოილაპარაკა.

ირლანდიელი “ოლდ ტრეფორდზე” 2005 წლიდან თამაშობდა. ახალ კლუბში მას მთლად უცნობი გარემო არ დახვდება - “ევერტონში” ექსმანკუნიანელები ტიმ ჰოვარდი, ფილ ნევილი და ლუის საა თამაშობენ. იქვეა მისი კიდევ ორი ნაცნობი: ირლანდიელები სიმუს კოულმენი და შეინი დაფი.

ნეკი ნეკისა, შერიგებისა...

დაახლოებით ასეთი იტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივას, რომ ლუის სუარესი და პატრის ევრა მათი გუნდების დაძაბული დაპირისპირებების წინ (28 იანვარი, ასოციაციის თასის მე-4 რაუნდი; 11 თებერვალი, პრემიერლიგის XXV ტური) ერთმანეთს პირისპირ შეახვედროს.

ინგლისური ფეხბურთის მამებს ამ გზით ვარსკვლავებს შორის ურთიერთობის დათბობა აქვთ განზრახული, თუმცა შემოდგომაზე ანალოგიური ინიციატივა მხარეებმა შორს დაიჭირეს.

სწორედ ევრას რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის გამო მიიღო ცოტა ხნის წინ ურუგვაელმა 8-თამაშიანი დისკვალიფიკაცია და 40 ათასი ფუნტითაც დაჯარიმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა