ინგლისის ნაკრების ყოფილი შუამარბი მაიკ თინდოლი, შესაძლოა მომავალი სეზონიდან ფრანგულ "ბიარიცში აღმოჩნდეს
ინგლისის ნაკრების ყოფილი შუამარბი და დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის სიძე, მაიკ თინდოლი, შესაძლოა მომავალი სეზონიდან ფრანგულ "ბიარიცში აღმოჩნდეს.

33 წლის მორაგბე "პომების" დროებითმა მწვრთნელმა, სტიუარტ ლანკასტერმა გუნდის გაფართოებულ, 32-კციან განაცხადში არ შეიყვანა, უფრო მეტიც მას კონტრაქტს არც კლუბში, "გლოსტერში" უხანგრძლივებენ.

თინდოლი, რომელსავ ეროვნულ გუნდში აქამდე 75 კეპი მოუხვეჭია, ყოველივე ამას ახალ ზელანდიაში გამართული ლოთობისა და ღამის სკანდალების გამო იმკის. "ჰეინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურში "ჰარლიქვინზთან" წაგების შემდეგ "გლოსტერის" მწვრთნელმა ბრაიან რედპათმა მას არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ვეტერან მორაგბეს გაორმაგებული ძალისხმევა სჭირდება, გუნდთან კონტრაქტი რომ გაჩარხოს.

თინდოლი მიხვდა, რომ მისი კარიერა ინგლისში დასრულდა და თავშესაფარის ძებნა ქვეყნის გარეთ დაიწყო. მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს ბასკურ "ბიარიცთან", რომელშიც მისი უახლოესი მეგობარი იან ბოლშო ირიცხება. შეგახსენებთ, რომ ბოლშო თინდოლისა და ზარა ფილიპსის ქორწილში მეჯვარე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა