შემადგენლობის დასაკომპლექტებლად გუნდს შეუზღუდავი ფინანსური რესურსები არ აქვს, მაგრამ "ტოტენჰემს" მაინც დიდი ამბიციები ამოძრავებს

მართალია, შემადგენლობის დასაკომპლექტებლად გუნდს შეუზღუდავი ფინანსური რესურსები არ აქვს, მაგრამ "ტოტენჰემს" მაინც დიდი ამბიციები ამოძრავებს.

"დეზებს" პირველად 1961 წლის შემდეგ რეალური შანსი აქვთ, რომ საჩემპიონო რბოლას ბოლომდე მისდიონ. საამისოდ კი ჰარი რედნაპის გუნდს ნამდვილად სჭირდება თავდასხმის გაძლიერება.

წარმოიდგინეთ, გუნდმა ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ შეძლო კვალიფიციურ მეტოქესთან ორი გოლის გატანა. ლიგა 2-ის (რანგით მე-4 ლიგა) "ჩელტენჰემს" კი ამგვარ პატივს ნამდვილად ვერ მივანიჭებთ. ლონდონელებს "მარსელიდან" ლოიკ რემის გადაბირება სურდათ და პროვანსელებს 18 მილიონი ევროც შესთავაზეს, მაგრამ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონებმა ამის გაგონებაზე ხელები გაასავსავეს.

მათ თავდასხმის ლიდერის ტრანსფერის გაგონებაც არ სურთ. დიდიე დეშამის კლუბის პოზიცია გასაგებია - ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მათ ლეთარგიული ძილიდან გამომძვრალი "ინტერის" წინააღმდეგ უწევთ დაპირისპირება. გარდა ამისა, "მარსელს" ლიგა 1-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლის ამბიციაც აქვს და საამისოდ ლიდერ "პარი სენ-ჟერმენთან" 9-ქულიანი ჩამორჩენაც გასაბათილებელი აქვს. მართალია, 25 წლის თავდამსხმელის გადაბირების შანსი მცირეა, მაგრამ რედნაპი მის თამაშზე დასაკვირვებლად ჩასვლას მაინც აპირებს. ეს განცხადება მან პირადად გააკეთა.

გარდა თავდასხმისა, "ტოტენჰემს" ახალგაზრდა და პერსპექტიული მეკარის გადაბირებაც სურს. სკაუტებმა უკვე დაადგეს თვალი "ნიუკასლის" 23 წლის ახოვან კარის დარაჯ ტიმ კრულს. რედნაპს ეურელიო გომეში, კარლო კუდიჩინი და ბრედ ფრიდელი ჰყავს, მაგრამ მწვრთნელი ბრაზილიელზე რა ხანია აღრენილია და სეზონის დასრულების შემდეგ ალბათ "ეინდჰოვენში" გაუშვებს, რაც შეეხება დანარჩენ ორს, იტალიელი 38 წლისაა, ამერიკელი - 40-ის.

ასე რომ, ერთ დღეს როცა "დეზების" თავკაცს საიმედო მეკარე დასჭირდება, ასეთი შემადგენლობაში შეიძლება ვერც იპოვოს. რედნაპს სურს ისარგებლოს იმითი, რომ ტიმ კრულს ნიუკასლური ანაზღაურება არ აკმაყოფილებს. ლონდონელები მზად არიან, ჰოლანდიელს კვირაში 80 ათასი ფუნტი აძლიონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა