ქუთაისის "ტორპედოს" 26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონზე ისაუბრა
26 წლის გიორგი დათუნაიშვილი ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. ის ცენტრალური ნახევარმცველია, ჩამშლელიც არის და, თუ საქმეს დასჭირდა, წინ წასვლასა და გოლის გატანასაც ახერხებს.

დათუნაიშვილი საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და ტიტულებიც მოუხვეჭავს - საქართველოს ჩემპიონობაც მოუგია, თასიც და სუპერთასიც, "ტორპედოში" კი ჯერ უტიტულოდაა.

"ტორპედომ" სეზონის პირველი ეტაპი მეორე ადგილით ჩაამთავრა და, ცხადია, მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ქუთაისელებმა პირველი ეტაპი სტაბილურად ვერ ითამაშეს, არცთუ ცოტა გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგეს.

დათუნაიშვილს "ტორპედოზე", მიმდინარე სეზონზე, პროგნოზებსა და აქეთურ-იქითურზე ვესაუბრეთ.

- "ტორპედომ" პირველ ეტაპზე სტაბილურად ვერ ითამაშა, უამისოდ კი, დამეთანხმები, სერიოზული შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია - რა იყო ცუდი სტარტის მიზეზი?

- სეზონი მართლაც ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ფაქტია, მერე ყველაფერი გამოვასწორეთ. საერთოდ კი, მონაგარი დადებითად უნდა შეფასდეს - მეორე ადგილზე ვართ და გვაქვს შანსი, კიდევ წავიწიოთ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდა და შედეგიც.

- "ტორპედოში" გია გეგუჩაძის მოსვლამდე გუნდს გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე წვრთნიდნენ - რა მოხდა, ამ მწვრთნელების ხელში რატომ ვერ ახერხებდით უკეთესი შედეგის მიღწევას?

- მაშინ "ტორპედო" ჯერ კიდევ არ იყო შეკრული გუნდი, მერე კი ყველაფერი გამოსწორდა.

- თქვი, წინსვლის შანსი გვაქვსო, თუმცა რამდენიმე მატჩში გამოჩნდა, რომ "ტორპედოს" სრულყოფილებამდე ჯერ ბევრი უკლია - "დინამოსთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა, თასზე "ზესტაფონთან" წააგო.

- "დინამოსთან" სტუმრად მართლა ვერ ვითამაშეთ კარგად, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ მატჩში მოხდა. რაც შეეხება "ზესტაფონთან" სათასო დაპირისპირებას, მეტოქემ ბოლო ოთხ წუთში გვაჯობა, ორივე გოლი რიკოშეტით გავიდა - ზესტაფონელებთან მარცხს უიღბლობას ვაბრალებ. ლიდერებთან კარგი და წარმატებული შეხვედრებიც გვქონდა - "დინამოს" შინ მოვუგეთ, "ზესტაფონს" - სტუმრად, "მეტალურგიც" დავამარცხეთ.

- რა არის ის ძირითადი ასპექტები, რაც გეგუჩაძემ შეიტანა "ტორპედოში"?

- საკუთარი ხედვა, ტაქტიკა და ზოგადი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი - ამის შემდეგ "ტორპედო" უკეთ შეიკრა და, ასე ვთქვათ, უფრო ფეხბურთს ვთამაშობთ.

- ასეთ კონტექსტში რა ფუნქცია დაგეკისრა? გარედან ისე ჩანს, რომ შენი მთავარი საქმე ზონების შევსებაა.

- ასე ვთამაშობთ: ყველა უტევს, ყველა თავს იცავს, ანუ თავდაცვა თავდამსხმელებისგან იწყება, შეტევა კი - მეკარისგან. რა თქმა უნდა, მე ზონების გადაკეტვაც მევალება, თუმცა არა მხოლოდ - შეტევაშიც დროულად უნდა ჩავერთო.

- "ტორპედომდე" ვიტჯორჯიელი იყავი, გოლის ალღო არ დაგეწუნებოდა და ყოფილ გუნდში არაერთი გადამწყვეტი ბურთი შეგიგდია, მაგალითად, გოლი გაგიტანია სუპერთასზე, თასის ფინალში... "ტორპედოში" კი ლიდერებთან გადამწყვეტი გოლები ჯერ არ გაგიტანია.

- "ვიტ ჯორჯიაში" ხუთი სეზონი ვითამაშე, "ტორპედოში" კი ჯერ მხოლოდ მეორეს ვთამაშობ და ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის, ამ სეზონის გადამწყვეტი მატჩებიც.

- ჩემპიონობა ამ სეზონში - ეს "ტორპედოში" კატეგორიული მოთხოვნაა?

- არა, ასე კატეგორიულად არ დგას საკითხი, მოთხოვნა სწორი თამაში და ევროსარბიელზე გასვლაა. მოსამზადებელ პერიოდში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ, აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება. შესაძლოა, უცებ ვერ მივიღოთ შედეგი, მაგრამ გუნდის შეკვრითა და შენებით შედეგი აუცილებლად იქნება.

- სხვა მოწინავე გუნდებმა მართლაც ხმაურიანი ტრანსფერები გაჩარხეს, გოგიტა გოგუა და გიორგი მერებაშვილი "დინამოში", დავით მუჯირი - "ზესტაფონში"...

- ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებას და იმედია, მაყურებელიც მეტი გვეყოლება. კარგია, რომ "დილაშიც" გაჩნდა ინვესტიციები და ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას მიწვევა სურთ - ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბი სერიოზული წინსვლისთვის ემზადება.

- "დინამომაც" და "ზესტაფონმაც", ასე ვთქვათ, თამაშის გამკეთებელი ფეხბურთელები დაიმატეს - როგორ ფიქრობ, "ტორპედოს" ამბიციას ეს ხელს არ შეუშლის?

- მხოლოდ ხმაურიანი ტრანსფერები ჩემპიონობისთვის საკმარისი ვერ იქნება. თქმა რად უნდა, ასეთი ფეხბურთელების დამატებით ეს გუნდები გაძლიერდებიან, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება, საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელების ადაპტაციასაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა