ინგლისის ნაკრების ყოფილი ცხრა ნომრის, დენ კერის დისკვალიფიკაციის თაობაზე ლაპარაკი დიდი ხანია არ წყდება
ინგლისის ნაკრების ყოფილი ცხრა ნომრის, დენ კერის დისკვალიფიკაციის თაობაზე ლაპარაკი დიდი ხანია არ წყდება.

ინგლისური "ჰარლიქვინზის" წამყვან მორაგბეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო საკმაოდ სერიზული ფინანსური სასჯელი გამოუტანეს.

მეტიც, ამის გამო ინგლისის ეროვნულ გუნდში არ შეიყვანეს.

"ის შესანიშნავი ბიჭია, განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა. როგორც მორაგბეს მას ბევრი ვერ შეედრება. ამასთან ცხოვრებაშიც უნიკალური ადამიანია. რომ იცოდეთ რას აკეთებს და როგორ ცხოვრობს მოედნის მიღმა, დენ კერიზე უკეთეს ადამიანს უბრალოდ ვერსად ნახავთ. რომ მითხრან კლუბში ვის აირჩევდი საიმისოდ, რომ შენს შვილებს მოუაროსო, მე დენის ავირჩევდი. რადგან ვიცი, რომ ბავშვები მისთვის სამყაროს ცენტრია.

მან რამდენიმე ბრიყვული შეცდომა დაუშვა, რაც როგორც მატერიალურად ისე მორალურად ძალიან ძვირად დაუჯდა. მას ალკოჰოლთან არანაირი პრობლემა არ აქვს. დარწმუნებული ვარ არც არადროს ექნება. მჯერა, დენი შეძლებს ეს კრიზისი დაძლიოს. ჩვენ ამაში ყოველმხრივ დავეხმარებით" - თქვა "ჰარლიქვინზის" მთავარმა მწვრთნელმა კონორ ოშიმ.

შეგახსენებთ, რომ "ჰარლიქვინზმა" ყველა სასჯელთან ერთად დენ კერის დამატებით ფინანსური სანქცია დაუწესა. ის 10 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა