აქამდე გუნდის პატრონი სამხრეთნახევარსფეროელებს "ერჩოდა" და გუნდში კოლექციასავით აგროვებდა, ახლა ვექტორი შეცვალა და მზერა ბრიტანეთს მიაპყრო
დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენ მურად ბურჯელალს მადა გაეხსნა. თუ აქამდე ჩვენებურთა გუნდის პატრონი სამხრეთნახევარსფეროელებს "ერჩოდა" და გუნდში კოლექციასავით აგროვებდა, ახლა ვექტორი შეცვალა და მზერა ბრიტანეთს მიაპყრო.

ამაზე გავლენა, ალბათ, "ტულონის" მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტამ იქონია. ის მოლაპარაკებას დღესდღეობით "ბრიტანელი ლომების" შერკინების ბურჯ გეთინ ჯენკინსთან აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ჟენკინს, რომელიც ამჟამად "კარდიფ ბლუზში" თამაშობს, თავისკენ ფრანგული "პერპინიანი" და ინგლისური "ბასი" ექაჩება.

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენკინსი უკვე შეხვდა ლაპორტს და წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეულია. ამასთან საფრანგეთის სამხრეთში მოლაპარაკებაზე მალე გაემგზავრება ინგლისის ნაკრების შერკინების ბურჯი ენდრიუ შერიდანი.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან "ტულონში" ითამაშებს "ტულუზისა" და საფრანგეთის ნაკრების შერკინების კვაჭი ვილიამ სერვა. ბურჯელალს თავისი გუნდის რიგებში ბასკი ფაბიენ ბარსელას ხილვაც უნდოდა, მაგრამ "ბიარიცის" შერკინების კვაჭმა უარით გაისტუმრა.

თუ ჯენკინსი "ტულონში" გადაბარგდება, ის "ბრიტანელი ლომების" კიდევ ერთი წარმომადგენელი იქნება. დღეისთვის კი ტულონელთა რიგებში თამაშობენ ჯონი ვილკინსონი, ჯო ელ-აბდი, დინ სკიფილდი და ეფიონ ლუის-რობერტსი. მათ ჯენკინსთან ერთად, შესაძლოა, ინგლისის ნაკრების მორაგბე დელონ არმითიჯიც შეუერთდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტულონს" მადა გაეხსნა

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა