ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ონლაინ გამოკითხვას აწარმოებს, რომლის მიზანიც გულშემატკივართა ვერსიით "ფურია როხას" იდეალური სასტარტო 11-ეულის დადგენაა. "მარკა" მკითხველს 4-4-2 ტაქტიკური განლაგებით გუნდის შერჩევას სთავაზობს სამხრეთ აფრიკაში მყოფი 23 ფეხბურთელიდან. შედეგები არცთუ

ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ონლაინ გამოკითხვას აწარმოებს, რომლის მიზანიც გულშემატკივართა ვერსიით "ფურია როხას" იდეალური სასტარტო 11-ეულის დადგენაა. "მარკა" მკითხველს 4-4-2 ტაქტიკური განლაგებით გუნდის შერჩევას სთავაზობს სამხრეთ აფრიკაში მყოფი 23 ფეხბურთელიდან. შედეგები არცთუ მოულოდნელია, რადგან ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის ბირთვის უკვე კარგა ხნის ჩამოყალიბებულია. გუშინდელი დღისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 65 ათასამდე გულშემატკივარმა ინება.

მეკარეთა შორის იკერ კასილიასმა უკონკურენტოდ იმარჯვა, მან ხმების 85,3%-ით მოიგო. ასე რომ, "იდეალური ლა როხას" კარში "რეალის" კიპერი "ჩადგა". სხვათა შორის, ესპანეთის ნაკრების ახალწვეულმა ვიქტორ ვალდესმა მეორე ადგილისთვის ბრძოლა დიდი სხვაობით მოუგო "ლივერპულის" მეკარე პეპე რეინას, ვალდესმა ხმების 12,7% მიიღო, ხოლო რეინა 2 პროცენტს ძვლივს აცდა.

7 მცველიდან, 3-ს რომ დაბევებული ჰქონდა ადგილი ძირითადში ისედაც ცხადი იყო, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ესპანეთის ნაკრების ყველაზე პოპულარული მცველი "ბარსელონას" ახალგაზრდა სტოპერი ჟერარდ პიკეა - 23,6%. შემდეგ მოდიან სერხიო რამოსი (23,2%) და კარლეს პუიოლი (22,6%). მარცხენა მცველის ვაკანტური პოზიცია მაინც ხოან კაპდევილამ შეავსო, რომელიც ნაკრებში ყველაზე სუსტ რგოლად ითვლება - 16,2%. სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩნენ: ალვარო არბელოა (8,6%), რაულ ალბიოლი (4,7%) და კარლოს მარჩენა (1,1%).

ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მხარე მისი შუახაზია, უმაღლესი დონის ნახევარმცველებით "დახუნძLლული". ამის მიუხედავად, გულშემატკივარმა იოლად გამოარჩია სამეული: ჩავი (24,6%), ანდრეს ინიესტა (23,7%) და ჩაბი ალონსო (19,7%) ფაქტობრივად უკონკურენციოდ არიან. ბოლო, მეოთხე ვაკანტური ადგილი მაინც სესკ ფაბრეგასმა (12,3%) შეავსო, რომელმაც 3 პროცენტით გაუსწრო მეხუთე ადგილზე გასულ სერხიო ბუსკეტსს (9,2%). გვაკვირვებს ხესუს ნავასის მცირე მონაგარი (7,9%), ის ხომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ესპანეთში, თუმცა გულშემატკივარი სიმპატიის მიუხედავად, ობიექტური დარჩა. ძალიან ცოტა ხმები მიიღეს: ხავი მარტინესმა (1,5%) და ხუან მატამ (1%).

"მარკამ" თავდამსხმელთა 2 ადგილზე ხუთი კანდიდატურა შესთავაზა, მათ შორის დავიდ სილვაც, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ "სუფთა" ფორვარდია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ "ფურია როხას" გულშემატკივრები დავიდ ვილიასა და ფერნანდო ტორესის წყვილს ულაპარაკოდ ამჯობინებენ. "ელ გუახემ" ხმების 46,9% მიიღო, "ელ ნინიომ" - 32%. სილვა მესამე ადგილზე დარჩა 15%-ით (რაც იდეალურ გუნდსმიღმა დარჩენილთა შორის ყველაზე მაღალი შედეგია). სხვები: პედრო (5%), ლორენტე (1,1%). არის შანსი, რომ შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სწორედ ეს გუნდი ვიხილოთ.

მაშ ასე, ესეც იდეალური "როხა": კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ფაბრეგასი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა - ვილია, ტორესი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა